ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლომ ნაცატუს ბაღის ყოფილი გამგე სამსახურში აღადგინა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს გათვისუფლებული გამგის სამსახურში აღდგენა დააკისრა.

მოასამართლე ირაკლი აბშილავამ ცენტრის დასაბუთება ყოფილი გამგის ირმა ნაჭყებიას გათავისუფლების შესახებ დაუსაბუთებლად მიიჩნია. შესაბამისად სასამართლომ დამსაქმებელს ყოფილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და გაცდენილი საათების ანაზღაურება დააკისრა.

ირმა ნაჭყებიას ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. როგორც ადვოკატმა მირზა მამულაძემ „ლაივპრესს“ განუცხადა, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით მათი სარჩელის ძირითადი ნაწილი დააკმაყოფილა.

„ჩვენ ასევე გვქონდა მოთხოვნა ირმა ნაჭყებიასთვის მიცემული შენიშვნის ბათილად ცნობაზე და მისი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე, თუმცა სარჩელის ამ ნაწილში მოსამართლემ მოსარჩელის არგუმენტაცია არასაკმარისად ჩათვალა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ირმა ნაჭყებიას გათავისუფლება მოხდა დაუსაბუთებლად, თუმცა პოლიტიკური ნიშნით მისი გათავისუფელბა ვერ გამოკვეთა. არ მიიჩნია, რომ ის პოლიტიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო“, - განაცხადა საიას იურისტმა.

მისი ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი გასაჩივრება ძალაში შევა 14 დღის ვადაში. ადვოკატის განცხადებით, კანონმდებლობა იძლევა ამის საშუალებას და გეგმავენ შუამდგომლობის დაყენებას ირმა ნაჭყებიას სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენასთან დაკავშირებით.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 19 სექტემბერს გამოაცხადა.

ნაცატუს ბაღის ყოფილმა გამგემ თანამდებობიდან დათხოვნაზე მიმდინარე წლის 16 ივნისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ კორცხელის შუალედურ არჩევნებამდე დაიბარა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორმა ცისანა თოლორაიამ და უთხრა - თუ ქმარი არ შეეშვებოდა „ნაციონალების“ მხარდაჭერას, „ეს ცუდად მოუბრუნდებოდა“.

თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დათხოვნის მიზეზი რეალურად პოლიტიკურია, თუმცა ოფიციალურ მიზეზად მას ბავშვებისთვის განკუთვნილ საკვებ პროდუქტებში სამი ვადაგასული კვერცხის აღმოჩენა დაუსახელეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორმა ბრალდებები უარყო და ტყუილი უწოდა. ცისანა თოლორაიას მტკიცებით, ბაღის გამგის დათხოვნის ერთადერთი მიზეზი აუდიტის დასკვნა გახდა, რომელმაც სააღმზრდელო დაწესებულებაში ჰიგიენური ნორმების დარღვევა აღმოაჩინა.

მოგვიანებით აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგებელმა ედიშერ თოლორაიამაც გაავრცელა. მისი თქმით, არ იქნება შემწყნარებელი არც ერთი პირის მიმართ, ვინც საფრთხეს შეუქმნის ადამიანის და განსაკუთრებით მოზარდის სიცოცხლეს, და მიიღებს უმკაცრეს ზომებს მათ მიმართ, „ვინც სათუთად არ მიუდგება ბაღის აღსაზრდელებს“.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.