სპეციალისტების ცნობით, აფხაზეთში ბზის სრულად გადარჩენა შეუძლებელია
აფხაზეთში დასრულდა კიდევ ერთი ეტაპი ბზის მავნებლებთან ბრძოლის.
როგორც სააგენტო „აფსნიპრესს“ ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის
წარმომადგენელმა საველი ჭითანავამ განუცხადა, დადებითი შედეგები არის,
თუმცა რეგიონში ბზის სრულად გადარჩენა შეუძლებელია.
„როცა ვიწყებდით სამუშაოებს, იყო მოლოდინი, რომ სრულად გადავარჩენდით ბზას, რაც არარეალურია. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის აუსრულებელი ოცნება. არსებული მდგომარეობიდან და მავნაბლების მიერ მიყენებული ზიანიდან ჩანს, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია. მოთმინება არ უნდა დავკარგოთ და უნდა გავაგრძელოთ მცენარის შეწამვლა იმ უბნებში სადაც ტექნიკა ახერხებს მისვლას. მთლიანობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მიმდინარე წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით გადმოგვეცა აპარატი, რომლის საშუალებითაც მიმდინარეობს შეწამვლა. ეს აპარატი გაცილებით ეფექტურია და შესაძლებლობას იძლევა პრეპარატი შევასხათ დაზიანებულ კერას 3-4 მეტრის სიმაღლეზეც”, - განაცხადა საველი ჭითანავამ.
სპეციალისტების ცნობით, ბოლო წლების მანძილზე გავრცელებული დაავადებების გამო „კოლხური ბზა, რომელიც „წითელ წიგნშია" შეტანილი, გადაშენების პირასაა. "ბზის სიდამწვრის" სახელით ცნობილი სოკოვანი დაავადებისა და საშიში მავნებლის – ბზის ალურას მასობრივი გავრცელების გამო, უკანასკნელ წლებში ბზის ბუნებრივი კორომების უდიდესი ნაწილი სრულიად განადურდა. პრობლემის დაძლევის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობასთან თანამშრომლობით სხვადასხვა სახის ღონისძიებების გატარება, მათშორის შეწამვლასთან ერთად ბზის დაკალმებაც დაიწყეს.