ახალი ამბები
მედია ცენტრში დებატებს მაჟორიტარობის 11 კანდიდატიდან მხოლოდ 2 დაესწრო [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედია ცენტრის პროექტის ფარგლებში დებატები გაიმართა. მასში მონაწილეობა უნდა მიეღო ზუგდიდის 67-ე მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილ 11 კანდიდატს, თუმცა მათგან მხოლოდ ორმა - „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ ჭითანავამ და საინიციატივო ჯგუფიდან მიმოზა ცხონდიამ მიიღო მონაწილეობა.

მედი ცენტრი დებატების დაწყებამდე დატოვა რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი თოდუამ.

შეხვედრის ფასილიტატორის, ჟურნალისტ ზვიად ქორიძის მიერ კანდიდატებისადმი დასმული კითხვები ძირითადად, ქვეყნის საგარეო კურსს ეხებოდა.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა განაცხადა, რომ მისი საარჩევნო პლატფორმა დევნილებისა და მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებას ეხება. რაც შეეხება საგარეო კურსს, მისი განცხადებით, საჭიროა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა.

„თუ ჩვენ რუსეთთან არ დავამყარებთ ურთიერთობებს დევნილთა დაბრუნებაზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა მიმოზა ცხონდიამ, თუმცა როგორ უნდა დამყარდეს რუსეთთან ურთიერთობა და როგორ უნდა მოხდეს დევნილთა დაბრუნება, მან კონკრეტული პასუხი ვერ გასცა.

რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა ოთარ ჭითანავამაც. მისი თქმით, საქართველოს არ სჭირდება ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანება, თუმცა აღნიშნა, რომ ის ევრაზიული კავშირის წინააღმდეგიც არის.

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს დარბაზში მსხდომი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სთხოვეს, რომ დაეკონკრეტებინა, როგორ აპირებს ის კონფლიქტების მოგვარებაზე საუბარს რუსეთთან, ამის პასუხად, ოთარ ჭითანავამ განაცხადა:

„ის ფორმატი, რომელიც არის, არ არის საკმარისი, რომ რუსეთს აზრი შევაცვლევინოთ. მე რუსეთში ყველა წამყვან პოლიტიკოსთან მაქვს შეხვედრა გამართული, მათ შორის ევგენი პრიმაკოვთან. მე ვუთხარი ლავროვს, რომ სანამ რუსეთის ჯარი აბსოლუტურად უკანონოდ იდგება აფხაზეთის ტერიტორიაზე, მანამდე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე არანაირი საუბარი არ იქნება და მან მითხრა, ჩვენ უნდა გადავდგათ მიმართულებით შემხვედრი ნაბიჯი“.

შეხვედრის დასასრულს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა ეკა მინჯორაიამ ჟურნალიტებს განუცხადა, რომ დებატების შესახებ ყველა კანდიდატი იყო დაუწყებული, თუმცა უმეტესობამ განაცხადა, რომ უკვე დაგეგმილი შეხვედრების მიზეზით ვერ მოვიდოდა.

კანდიდატების გამოუცხადებლობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ დირექტორმა იაგო ფასანძემ განაცხადა, რომ ცუდია, როცა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ სცემენ პატივს ამომრჩევლებს.

„კიდევ სხვა საკითხია რამდენად საინტერესო იყო იმ კანდიდატების მოსმენა, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ, მე მგონია, რომ ხალხი გააკეთებს არჩევანს იმ მიმართულებით, რომელი კურსიც უკვე არჩეული აქვს ქვეყანას“, - განაცხადა არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი
გეგმის განხორციელება,
18:08 / 25.01.2022
ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება,
სოციალურ ქსელში
17:39 / 25.01.2022
სოციალურ ქსელში "დროას" წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ გაავრცელა ვიდეო, სადაც პოლიციელის
არანაირი ალიანსი აქ არ არის. რამდენიმეჯერ გავუსვით ხაზი იმას, რომ
ჩვენ თავმიმდევრულად გვინდა
14:12 / 25.01.2022
არანაირი ალიანსი აქ არ არის. რამდენიმეჯერ გავუსვით ხაზი იმას, რომ ჩვენ თავმიმდევრულად გვინდა
14:02 / 25.01.2022
"ქართული ოცნების" წარმომადგენლის წალენჯიხის საკრებულოდან, ბესიკ ფარცვანიას განცხადებით,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.