ზუგდიდის მერიის განცხადება შიდა გზებზე ორმოების შეკეთებაზე
ზუგდიდში, მეუნარგიას ქუჩაზე, საავტომობილო გზაზე საკანალიზაციო
ჭის გვერდით ორმო
გაჩნდა. ის არც ისე დიდი ზომისაა, თუმცა მისი სიღმე
დაახლოებით ერთ მეტრს აღემატება. ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ
გზების შეკეთებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა და ქალაქის 31 ქუჩის
საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარის, ორმული შეკეთება და 21
ქუჩის მოშანდაგდება მოხდება.
ქალაქის მერიამ სამუშაოებისთვის 200 000 ლარი გამოყო. რეკონსტრუქციის სამუშაოები, სავარაუდოდ ოქტომბერში დაიწყება.
საავტომობილო გზების შეკეთების სამუშაოები მერიასა და მიმწოდებელ სამშენებლო ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში დასრულდება.