ზუგდიდის გამგეობაში დაანონსებული რეორგანიზაცია, მხოლოდ ერთ თანამშრომელს შეეხო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთერთობის
სამსახურის უფროსის მაია ღურწკაიას განცხადებით, ივნისის თვეში
გამოცხადებული რეორგანიზაცია, გამგებლის პირველ მოადგილედ გურგენ
სართანიას დანიშვნით დასრულდა. მისივე განმარტებით, რეორგანიზაციის
პროცესი სხვა მოსამსახურე პირებს არ შეხებიათ.
მოგვიანებით გურგენ სართანიამ, რომელიც რეორგანიზაციის შედეგად ჯერ პირველ მოადგილედ დაინიშნა, შემდეგ კი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად, თამანდებობა და „ქართული ოცნება“ დატოვა და პარტია „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა. ის ამავე პარტიის ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატია.
გამგეობის თანამშრომლებმა 7 და 8 ივნისს მიიღეს გაფრთხილების წერილი, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილმა გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ მაშინ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ჯერ-ჯერობით დაზუსტებით არ არის ცნობილი, თუმცა შესაძლოა გამგეობის რამდენიმე განყოფილების გაერთიანებით თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდეს.
ედიშერ თოლორაიამ თანამდებობა10 აგვისტოს დატოვა. ის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.
ამჟამად მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას მამუკა წოწერია ასრულებს.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები და ზუგდიდის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.