ახალი ამბები
არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მხრივ არსებული ცვლილებები განიხილეს ზუგდიდში [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
არჩევნებში ქალთა ჩართულობა და წინასაარჩევნო გარემო განიხილეს დღეს ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობით.

ასოციაცია „მერკურის“ ხელმძღვანელ ნანა თოდუას თქმით, ვისი ინიციატივითაც მოეწყო დისკუსია, 2012 წელთან შედარებით ვითარება შედარებით გაუმჯობესდა პარტიებში ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით, თუმცა საჭიროა მეტი მუშაობა, მათ შორის აგენდერული კვოტირების შემოღების კუთხით.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა მაია ღურწკაიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შეიცვალოს განწყობები, რომ პოლიტიკა არ არის ქალის საქმე და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით. მისვე განმარტებით, დღეს მათთან პარტიულ სიაში ყოველი მესამე ქალი კანდიდატია, რომლებიც აპირებენ პოლიტიკაში მოსვლას და ჰყავთ საკმაოდ ძლიერი ელექტორატიც, „რესპუბლიკელების“ პირველმა ნომერმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კი გამოთქვა სურვილი - 2020 წლისთვის საკანონმდებლო ორგანოში გენდერული ბალანსი 50-50-ზე იყოს წარმოდგენილი. მაია ღურწკაიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად არაერთი დისკუსიისა საკითხზე, ვითარება ნელ-ნელა იცვლება, ამიტომ საჭიროა უფრო მყარი მიდგომები პარტიების, მათ შორის მმართველი პარტიის მხრიდანაც.

შეხვედრას ესწრებოდა ახლადშექმნილი - „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანიც. ნანა ხომასურიძის თქმით, მათ პროპორციულ სიაში 54% ქალია, ასევე მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში წარმოდგენილი კანდიდატებიც ქალები არიან:

„მიგვაჩნია, რომ ქალთა წინსვლას უნდა შევუწყოთ ხელი და პოლიტიკაში ჩართულობას, ასევე მათი პრობლემების წინ წამოწევას. ჩვენთან, პარტიაში მაღალ თანამდებობებზეც უმეტეს შემთხვევაში ქალები გვყავს“, - აღნიშნა მან.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს გენდერული კვოტირების აუცილებლობაზეც, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და მისი გადაწყვეტა საკანონმდებლო დონეზე ორჯერ ჩაიშალა. აუდიტორიამ იმედი გამოთქვა, რომ ახლადფორმირებული პარლამენტი სენსიტიური იქნება საზოგადოების მოთხოვნის მიმართ, რათა პირველ ეტაპზე კვოტირებით შეეწყოს ხელი პარტიებში გენდერის კუთხით ვითარების დარეგულირებას.

შეკრებილებმა შეაფასეს წინასაარჩევნო გარემოც. აღინიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით ვითარება გაუმჯობესდა, თუმცა კვლავაც რჩება პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლის თქმით, ზეწოლები არ ხდება მათ მიმართ, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა დებატებსა თუ გადაცემებში მოწვეულ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ისინი არასდროს არიან, არ ეძახიან და ერთგვარად მედიის ხელმისაწვდომობის საჭიროება აქვთ.

„რესპუბლიკელებმაც“ დაადასტურეს, რომ წინასაარჩევნო გარემო შეიცვალა, მაგრამ ხდება მაინც გარკვეული ზეწოლები პარტიის დატოვების მოთხოვნით და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ადგილზე.

ღონისძიება გაიმართა პროექტ ,,საქართველოს ეროვნული პლატფორმის მხარდაჭერა უფრო თანასწორი, ღია და დემოკრატიული საზოგადოებისთვის“ ფარგლებში.

დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად 12 პარტია იყო მოწვეული, რომელთაგან შეხვედრაზე მხოლოდ ორი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი მოვიდა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.