პარლამენტის არჩევნების პარალელურად ზუგდიდში გამგებელს და საკრებულოს მაჟორიტარს ირჩევენ
დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ტარდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პარალელურად გამგებელს, ქალაქი კი ერთ
მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატს აირჩევს.
პარლამენტის არჩევნებისთვის ქალაქ ზუგდიდსა და თემში საერთოჯამში 16 კანდიდატი იყრის კენჭს. აქედეან 10ქალაქში. 6 კი თემში.
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზუგდიდში 104 511 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან 52 618 ქალაქშიდა 51 893 თემში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამგებლის არჩევნები მასშემდეგ დაინიშნა,როცა მმართველმა პარტიამ ყოფილი გამგებელი ედიშერ თოლორაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა. შესაბამისად თემის მოსახლეობა გამგებელსაც აირჩევს.
რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, აქაც „ქართულმაოცნებამ“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ქვარაია წარადგინა, რომელიც მაჟორიტარი იყო ე.წ. პრესოვკა-მახარაძისუბანში. შესაბამისად ამ უბნის მოსახლეობამ საკრებულოში ახალი წარმომადგენელი უნდა აირჩიოს.