პირველი ამომრჩევლის განწყობები [Video]
ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე ხმა უკვე მისცეს პირველმა ამომრჩევლებმა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ხმა ქვეყნის უკეთეს მომავალს, განვითარებას
მისცეს. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, 8 საარჩევნო უბანი მცირე
დაგვიანებით გაიხსნა. თითქმის ერთსაათიანი დავიანებით გაიხსნა
ფაიფურის #18-ე საარჩევნო უბანი, სადაც ხმაური და სიტყვიერი
დაპირისპირება დაფიქსირდა.
თავის მხრივ, ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა აღნიშნა, რომ სხვა ყველა უბანზე კენჭისყრის პროცედურა მშვიდ ვითარებაში დაიწყო და პირველმა ამომრჩევლებმაც საკუთარი გადაწყვეტილება დააფიქსირეს.
სულ ქალაქის და მუნიციპალიტეტის მასშტაბით 92 უბანია. მათ შორის 90-ე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის.
პარლამენტის არჩევნებისთვის ქალაქ ზუგდიდსა და თემში საერთოჯამში 16 კანდიდატი იყრის კენჭს. აქედეან 10ქალაქში. 6 კი თემში.
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზუგდიდში 104 511 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან 52 618 ქალაქში და 51 893 თემში.