ახალი ამბები
ოთარ ჭითანავა „ოცნების“ კანდიდატებს მხარდაჭერას უცხადებს
FaceBook Twitter
E-mail Print
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ქალაქ ზუგდიდში განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს და სხვა პოლიტიკურ ძალებს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ზუგდიდელს, ვინც მხარი დამიჭირა მე, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარ კანდიდატს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ვუთხრა გულწრფელად ძალიან დიდი ადამიანური მადლობა ნდობისთვის და თანადგომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობდი წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში.

ჩემო მეგობრებო, 8 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ზუგდიდი კვლავ ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. ჩემი რადიკალური და შეურიგებელი პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ თქვენთვის კარგად არის ცნობილი. როგორც მოგეხსენებათ, ასეთივე განწყობაა მთლიანად საქართველოს „პატრიოტთა ალიანსში“. იმისთვის რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა ვერ მოახერხონ მეორე ტურში გამარჯვება, საჭიროა თითოეული ჩვენთაგანის მაქსიმალური მობილიზაცია, აგრეთვე ჩვენი ძალების გაერთიანება სააკაშვილის და მისი კანდიდატების დასამარცხებლად ზუგდიდში.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ არ ვითარებაში თითოეული თქვენთაგანის ხმა,თუნდაც ერთი ხმა, იქნება გადამწყვეტი „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებისთვის.

იმედი მაქვს, რომ ჩემი მოწოდება სწორად იქნება აღქმული, მით უფრო როცა “ქართული ოცნების” გამარჯვება დღეს აუცილებელია ზუგდიდისთვის, რადგან “ნაციონალები” გამარჯვების შემთხვევაში ყველანი ღრმად იყავით დარწმუნებული იმაში, რომ მთელი ქვეყანა ზურგს გვაქცევს, მთელი ქვეყნის დასაცინი გავხდებით, აგრეთვე ზუგდიდს აუცილებლად დააკლდება ცენტრიდან სათანადო ყურადღება, რის გამოც ის დაკარგავს განვითარების პრეპექტივას უახლოესი წლების განმავლობაში.

ამ ვითარებაში, არ შემიძლია არ მივმართო სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მათ კანდიდატებს და აქტივისტებს, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებში ზუგდიდში.

ჩემო მეგობრებო, გუშინ ჩვენ ყველანი ერთმანეთის ოპონენტები ვიყავით. დღეს კი აუცილებელია, რომ ჩვენ გავხდეთ ერთმანეთის მოკავშირეები ამ კონკრეტული საკითხის ირგვლივ მაინც, რამეთუ ყველანი საერთო საფრთხის წინაშე აღმოვჩდით, რადგან სწორედ ახლა სასწორზე დევს ჩვენი ზუგდიდის ღირსება და მისი მომავალი, რომელიც დარწმუნებული ვარ სულერთი არ არის თქვენთვის…

აქედან გამომდინარე, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ კანდიდატებმაც, პარტიებმაც და პირველ რიგში ჩვენმა გულანთებულმა ხალხმა, ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომ ის რაც ვნებს თითოეულ ჩვენთაგანს ის ზუგდიდსაც ვნებს, ხოლო ის რაც ვნებს ჩვენს ზუგდიდს, საქართველოსაც არ არგებს”, - ნათქვამია ოთარ ჭითანავას მიმართვაში.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვებისთვის ზუგდიდში "ოცნების" კანდიდატი მერაბ ქვარაია და ენმ-ის კანდიდატი ლევან კონჯარია დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება მუნიციპალიტეტს, აქ სამ საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა უნდა ჩატარდეს.

ოთარ ჭითანავამ 14 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ „ზუგდიდობა“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შერიგების დღედ გამოაცხადა, როცა სანდრა რულოვსის შეხვედრა დღესასწაულზე ისინი ერთმანეთს მიესალმნენ.

ოთარ ჭითანავას განმარტებით, მსგავსი ფაქტი „სამეგრელოში ნაწამები და გაუპატიურებული" ადამიანების შეურაცხყოფაა, იმ ხალხის, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების „ცხრაწლიან რეჟიმს“ ემსხვერლნენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სოციალურ ქსელში
17:39 / 25.01.2022
სოციალურ ქსელში "დროას" წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ გაავრცელა ვიდეო, სადაც პოლიციელის
არანაირი ალიანსი აქ არ არის. რამდენიმეჯერ გავუსვით ხაზი იმას, რომ
ჩვენ თავმიმდევრულად გვინდა
14:12 / 25.01.2022
არანაირი ალიანსი აქ არ არის. რამდენიმეჯერ გავუსვით ხაზი იმას, რომ ჩვენ თავმიმდევრულად გვინდა
14:02 / 25.01.2022
"ქართული ოცნების" წარმომადგენლის წალენჯიხის საკრებულოდან, ბესიკ ფარცვანიას განცხადებით,
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილედ
13:36 / 25.01.2022
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილედ "ლელოს" ერთადერთი დეპუტატი,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.