ზუგდიდის სასამართლოში კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენი არ გამოცხადდა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის ინციდენტის საქმის
განხილვა ბრალდებულ გიორგი ტყემალაძის პროცესზე გამოუცხადებლობის
მიზეზით გადაიდო.
მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე იყვნენ დანარჩენი ბრალდებულები: გიორგი გოგიძე, კობა ტყეშელაშვილი, ნოშრევან წურწუმია, გიორგი გიგაური და ვლადიმერ გეგეშიძე, მოსამართლე შოთა ბიჭიამ სხდომის 17 ნოემბრამდე გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ განმარტა, რომ გიორგი ტყემალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სპორტულ შეჯიმბრში იღებს მონაწილეობას და ამიტომაც ვერ გამოცხადა. საპასუხოდ მან მოსამართლისგან ერთგვარი შენიშვნაც მიიღო, რომ ამ ფაქტის შესახებ სასამართლო მანამდე უნდა ყოფილიყო გაფრთხილებული.
შოთა ბიჭიას განცხადებით, თუ ბრალდებული ვერ შეძლებს შემდეგ სხდომებზე გამოცხადებას, მას შეუძლია პროცესში მონაწილეობა დისტანციურადაც მიიღოს.
კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებმა დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს, აღნიშნეს, მხოლოდ ის, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.
ადვოკატის სიტყვებით კი, კორცხელში ადგილი ჰქონდა პროვოკაციას რაც მოწმეების დაკითხვის შედეგად დადასტურდება საქმის მსვლელობისას.
22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ. შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. ზოგიერთ მათგანს სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდა. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერელურ საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული, მათ შორის ორი პოლიციელი.
ინციდენტიდან მეორე დღეს გამოძიებამ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დაკითხა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და კორცხელის ინცინდენტში მონაწილე ექვსივე პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. მოსამართლე ნატრული აკობიამ სპორტსმენს ვლადიმერ გეგეშიძეს 10 ათასი ლარის გირაო, დანარჩენებს: კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს და გიგა ტყემალაძეს 7-7 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.