ადვოკატი კორცხელის ინციდენტზე: ეს იყო უბრალოდ ცემა, განპირობებული პირადი მოტივებით [Video]
ისინი თავს ხულიგნობაში დამნაშავედ არ ცნობენ. მათ არავითარი
შეურაცხყოფა
საზოგადოების წევრებისთვის არ მიუყენებია, - განაცხადა ზუგდიდში,
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კორცხელის
საქმეში ბრალდებულთა ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ.
მისი თქმით, ეს იყო „უბრალოდ ცემა“, რომელიც განპირობებული იყო პირადი მოტივების - შეგინების, შეურაცხყოფის მიყენების, პროვოცირების ფონზე.
ადვოკატის თქმით, იყვნენ პროვოკაციის მომწყობი პირები, რომლებიც სასამართლო პროცესზე დაიკითხებიან და ყველაფერი დაზუსტდება.
ზურაბ ბელთაძემ ასევე აღნიშნა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანთან მომხდარი ინციდენტისას მედიის წარმომადგენლებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
„რამდენად მყარია მტკიცებულებები, ამის განხილვა სწორედ ახლა იწყება. უამრავი მოწმეა დასაკითხი, უამრავი გამოსაკვლევი მტკიცებულებაა. ამას შემდეგ შევაფასებთ“, - განმარტა მან.
სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა პროკურორმა ნუგზარ ჯიქიძემ.
რაც შეეხებათა ბრალდებულებს, მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ თავს აღნიშნულ საქმეზე დამნაშავედ არ ცნობენ.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის ინციდენტის საქმის განხილვა ბრალდებულ გიორგი ტყემალაძის პროცესზე არ გამოცხადების მიზეზით გადაიდო, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი ბრალდებულები სხდომას ესწრებოდნენ.
ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ განაცხადა, რომ გიორგი ტყემალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სპორეტულ შეჯიმბრში იღებს მონაწილეობას და ამიტომაც ვერ გამოცხადა. საპასუხოდ მან მოსამართლისგან ერთგვარი შენიშვნაც მიიღო, რომ ამ ფაქტის შესახებ სასამართლო მანამდე უნდა ყოფილიყო გაფრთხილებული.
შოთა ბიჭიას განცხადებით, თუ ბრალდებული ვერ შეძლებს შემდეგ სხდომებზე გამოცხადებას, მას შეუძლია პროცესში მონაწილეობა დისტანციურადაც მიიღოს.
22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ. შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. ზოგიერთ მათგანს სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდა. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერელურ საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული, მათ შორის ორი პოლიციელი.
საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებსაც დაემუქრნენ. მათ შორის „ლაივპრესს“ გადაღებაში უშლიდნენ ხელს, მოსდევდნენ, ემუქრებოდნენ, გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ, კამერების წართმევას ცდილობდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. საარჩევნო უბანთან მყოფმა პირებმა ჟურნალისტებს ქვები და წყლის ბოთლიც ესროლეს.
ინციდენტიდან მეორე დღეს გამოძიებამ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დაკითხა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და კორცხელის ინცინდენტში მონაწილე ექვსივე პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. მოსამართლე ნატრული აკობიამ სპორტსმენს ვლადიმერ გეგეშიძეს 10 ათასი ლარის გირაო, დანარჩენებს: კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს და გიგა ტყემალაძეს 7-7 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.