ახალი ამბები
პაატა ზაქარეიშვილი: ყველა ნახავს, რომ თანამდებობები დარიგდება და მე იქ არ ვიქნები
FaceBook Twitter
E-mail Print
მიმაჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით სახელისუფლო, კოალიციაში მყოფი პარტია და გადამეტებულად ოპოზიციურად ვიქცეოდით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ თავზე აგვეღო პასუხისმგებლობა, ხშირად უსამართლოდ ლანძღავდნენ „ქართულ ოცნებას“, დაუმსახურებლად, თუმცა ზოგჯერ შეიძლება საფუძვლიანადაც, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა პაატა ზაქარეიშვილმა 2030-ს განუცხადა. როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, მან პარტია 11 ოქტომბერს დატოვა.

„უხმაუროდ დავტოვე პარტია, რადგან არ მინდოდა, მავანს და მავანს ეფიქრა, რომ არჩევნების შემდეგ პაარტიიდან იმიტომ წავედი, ველოდები დაფასებას და თანამდებობას ველოდებოდი. მინდოდა, ეს რაც შეიძლება დიდხანს არ გახმაურებულიყო. ჩემი პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. ყველა ნახავს, რომ თანამდებობები დარიგდება და მე იქ არ ვიქნები“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილი პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მინისტრობის დროს ჰქონდა მიღებული.
„მაშინაც კი, როდესაც მთავრობიდან წამოვედი პარტიაში დარჩენის გამო, მაშინ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა, თუმცა პარტიას ვერ მივატოვებდი არჩევნების წინ. შესაძლოა, დამეზარალებინა პერსპექტივებში ძალიან ცუდ მდგომრეობაში მყოფი პარტია“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, პარტია არ დატოვა არჩევნებამდე.

"მიმაჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით სახელისუფლო, კოალიციაში მყოფი პარტია და გადამეტებულად ოპოზიციურად ვიქცეოდით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ თავზე აგვეღო პასუხისმგებლობა, ხშირად უსამართლოდ ლანძღავდნენ „ქართულ ოცნებას“, დაუმსახურებლად, თუმცა ზოგჯერ შეიძლება საფუძვლიანადაც. რატომღაც ჩვენ ძალიან ხშირად იმ ბანაკში აღმოვჩნდებოდით, ვინც აკრიტიკებდა „ქართულ ოცნებას“, ანუ ჩვენ თავს. ეს იყო ჩემთვის მიუღებელი. ამაზე პარტიაში რამდენჯერმე იყო კამათი. აღმოჩნდა, რომ მე უმცირესობაში ვიყავი. რადგან მე არ მინდოდა, დამეზარალებინა პარტია, გავჩუმდი და დაველოდე როდის დასრულდებოდა ყველაფერი და სამწუხაროდ და საუბედუროდ აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი მართალი და არა უმრავლესობა. უმრავლესობას ეგონა, რომ ამ ოპოზიციაში ჩადგომით, უფრო მეტ ხმას მივიღებდით“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.