აფხაზეთის სკოლის მასწავლებლებისთვის რუსული ენის კურსები გაიხსნა
რუსულ ენაში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სოხუმში
სპეციალური
კურსები გაიხსნა. პედაგოგები სასწავლო სემინარს ცენტრალური
ბიბლიოთეკის შენობაში გაივლიან. „ლაივპრესს“ გალში მცხოვრებმა
მასწავლებელმა უთხრა, რომ საკვალიფიკაციო კურსები ერთკვირიანია.
„მანამდე ზაფხულში გალის კოლეჯში ჩატარდა უფრო ხანგრძლივი კურსი რუსულ ენაში. ის, რაც ახლა სოხუმში ტარდება, ტრენინგებს უფრო გავს. ეს კურსები ყველა მასწავლებლისთვის სავალდებულოა“, - ამბობს რესპონდენტი.
საგანმანათლებლო პროგრამა ჩრდილო-კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტი ახორციელებს.
„აფხაზეთში მსგავსი მასშტაბური კურსები პირველად ტარდება. ლექციები გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში. მასში მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები 200-ზე მეტი მასწავლებელი“, - უთხრა „აფსნიპრესს“ დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე მედეა ჩანგელიამ.
ამასთან, როგორც უნივერსიტეტის პროფესორი სერგეი გუსარენკო განმარტავს, კურსი სახელწოდებით „რუსული ენა“ მიზნად ისახავს საზღვრებს გარეთ, განსაკუთრებით კი ახლო ქვეყნებში რუსული ენის განვითარება-გავრცელებას. გუსარენკოს სიტყვებით, პროგრამა მოიცავს ასევე სწავლების მეთოდიკასაც.
„როცა ადამიანმა მთლიანობაში იცის ენის სისტემა, მას უმარტივდება სწავლება. რუსული, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ენა იცვლება და მასწავლებლები, რომლებიც ცხოვრობენ არარუსულენოვან ქვეყნებში, უნდა იყვნენ სიახლეების საქმის კურსში“, - განაცხადა პროფესორმა „აფსნიპრესთან“ საუბრისას.
დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წლიდან, განათლების რუსულ ენაზე მიღება სავალდებულო გახდა გალის ყველა სკოლაში. მანამდე, დაბალი ზონის სოფლის სკოლებში გაკვეთილები ქართულ ენაზე ტარდებოდა.
ზაფხულში რუსულ ენაში გადამზადების სავალდებულო 3-თვიანი კურსი გაიარა 50 მასწავლებელმა. დე-ფაქტო მთავრობამ ქართველებით დასახლებულ სოფლებში რუსულ ენაზე სწავლების სრულად შემოღება ვერ მოახერხა და პირველ ეტაპზე „რეფორმა“ 1-3 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეეხო.