ახალი ამბები
თემის საკრებულოში დღეს ზუგდიდის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში მოისმინეს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნანი მიქენაიამ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე შეაჯამა ბიუჯტის ცხრა თვის შესრულების ანგარიში. მანვე ისაუბრა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სხვადასხვა სამსახურების მუშაობასა და სერვისებზე, რომელსაც ისინი აწვდიან მოსახლეობას.

მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ბიუჯეტის შემოსულობების წლიური გეგმა შეადგენს 26 მილიონ 142,1 ათას ლარს, ცხრა თვის კი 20 მილიონ 807,9 ათას ლარს. ფაქტიურმა შესრულებამ ნანი მიქენაიას თქმით, შეადგინა 20 მილიონ 549,7 ათასი ლარი.

მათ შორის საკუთარი შემოსავლები, გარდა გამოთანაბრებითი ტრანსფერისა, განსაზღვრული იყო გეგმით 4261,4 ათასი ლარი, შესრულებამ კი 4043,2 ათასი ლარი შეადგინა. რაც პროგნოზირებულზე 218.2 ათასით ნაკლებია.

ნანი მიქენაიამ აღნიშნა, რომ შესაბამისი პარამეტრების წლიური საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 5797.8 ათას ლარს. 30 ოქტომბრის მდგომარეობით შესრულებას დარჩენილ პერიოდში კი 1698 ათასი ლარი აკლია.

მისივე თქმით, დროის საანგარიშო მონაკვეთში ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, წარმატებით ხორციელებოდა. კერძოდ, განმარტა - 1 ოქტომბრის მდგომარეობით შესრულდა 5229 ათასი ლარის სამუშაოები. მათ შორის თანხები მოხმარდა შემდეგ სოფლებს:

412,8 ათასი ლარი ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეკონსტრუქციას. ამავე დანიშნულებით 534,5 ათასი ლარი მიიმართა გრიგოლიშში, 717,1 ათასი - კოკი-ორსანტია, 472,4 ათასი დარჩელი, 490.3 ათასი ოირემე, 171,2 ათასი ახალკახათის საბავშვო ბაღის მშენებლობის მეორე ეტაპი, 447.7 ათასი ბაშში გზის აღდგენა-შეკეთება და 64.7 ათასი ჭკადუაშში გზის რეკონსტრუქცია.

ნანი მიქენაიასვე თქმით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოიყო და აითვისეს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ანაკლია-განმუხურის ხიდის განსაახლებლად. მანვე ისაუბრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე, სოციალური, მათ შორის ჯანდაცვის კუთხით გაწეულ მომსახურებებზე, კულტურის, განათლების, სპორტის მიმართულებით აქტივობებზე.

ნანი მიქენაიას შეფასებით, ბიუჯეტის შესრულება დამაკმაყოფილებელია. მანვე განმარტა - რიგ შემთხვევებში გეგმა მეტია, შესრულება ნაკლები და თანხები არ უნდა რჩებოდეს წლის ბოლოსთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღმასრულებელმა ორგანომ ვერ გაართვა თავი სამუშაოს შესრულებას. მიქენაიამ აღნიშნა, რომ არსებობს გარემოებები, მათ შორის გარდამავალი ხელშეკრულებების სახით, რაც ქმნის მსგავს ვითარებას.

ისინი წლის ბოლომდე ელოდებიან გადასახადებს სასოფლო და არასასოფლო მიწებიდან.

„გეგმის შესრულებას ვვარაუდობთ. სამწუხაროდ გადაჭარბებას არა“, - განმარტა ნანი მიქენაიამ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.