ახალი ამბები
სამეგრელოში თანამდებობის პირთა ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში
FaceBook Twitter
E-mail Print
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე ან აღნიშნულ უწყებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ასეთი შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა.

ორგანიზაციის მონაცემები სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ასეთია:

მაიზერ ნანავა - 2014 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე. 2015 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე, ნინო ქარჩავა ააიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სპეციალისტია.

მურთაზ ბოკუჩავა - 2015 წლიდან ქ. ზუგდიდის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსია. 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი შვილი, ნინო ბოკუჩავა ააიპ - ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის წამყვანი სპეციალისტი ხდება.

რუსლან კილასონია - 2012 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 2014 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსია. 2012 წლის დეკლარაციის თანახმად მისი მეუღლე, ლარისა აქუბარდია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სპეციალისტის პოზიციას იკავებს.

ბესიკ ნაჭყებია - 2014-2015 წლებში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი. 2014 წლის დეკლარაციის მიხევით, მისი მეუღლე, ინგა ბერაია ააიპ ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სპეციალისტი გახდა.

ქეთევან ხარძიანი - 2014 წლიდან მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზედამხედველობის სამსახურის უფროსია, 2015 - ამავე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. 2015 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე, ბესიკ ჯაფარიძე ააიპ მესტიის დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილეა.

გოჩა დგებუაძე - 2014 წლიდან სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი; 2015 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე, ლალი ნადარია ააიპ სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მედ. სტატისტიკოსია.

გელა კინწურაშვილი - 2015 წლიდან სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსია. 2015 წლის დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე, ეკატერინე ჯოჯუა ააიპ სენაკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სპეციალისტია.

პაატა ჩაგანავა - 2014 წლიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეა. 2015 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე, ეკატერინე თოფურია აა)პ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის და სოციალური კვლევის ცენტრის განყოფილების უფროსი ხდება.

ზაურ ჩართოლანი- 2014 წლიდან მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეა. 2015 წლის დეკლარაციით მისი მეუღლე, ეკა უშხვანი ააიპ მესტიის სპორტის ცენტრის სამთო და ზამთრის სპორტის სახეობების სექტორის ხელმძღვანელია.

კორნელი წურწუმია - 2013 წლიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო - ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე. 2015 წლის დეკლრაციით მისი მეუღლე, ანა შოგირაძე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში აცხადებენ, წარმოდგენილი შემთხვევები აუცილებლად არ გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა და მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენებას. თუმცა საქართველოში არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების ხარვეზების გათვალისწინებით, ასეთი შემთხვევების სიმრავლე მიუთითებს სისტემური პრობლემის არსებობასა და მასზე ეფექტური რეაგირების საჭიროებაზე. ამავე დროს, როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, კვლევა ემყარება მხოლოდ თანამდებობის პირების მიერ ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულ მონაცემებს და ამდენად პრობლემის სრულ მასშტაბს ვერ ასახავს.

საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის პრობლემასთან გასამკლავებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით, რესურსებით იქნება აღჭურვილი და დაცული იქნება პოლიტიკური გავლენისგან. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მომზადებული აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ის ჯერ არ განუხილავს. ორგანიზაცია მოუწოდებს ახალი მოწვევის პარლამენტს, სათანადო პასუხისმგებლობით და ყურადღებით მოეკიდოს საჯარო სამსახურში არსებულ გამოწვევებს და გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები მათ მოსაგვარებლად.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.