ახალი ამბები
მამებისთვის ბავშვის მოვლის გამო შვებულების და ანაზღაურების უფლების არარსებობის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ
FaceBook Twitter
E-mail Print
ბიოლოგიური მამებისათვის ბავშვის მოვლის გამო შვებულების და მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნაწილის ანაზღაურების უფლების არარსებობის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს.

ორგანიზაციის განმარტებით, მოქმედი შრომის კოდექსი ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებას ანიჭებს დასაქმებულს, რაც ერთი შეხედვით ნეიტრალური ჩანაწერია, თუმცა, მოსარჩელე მხარე ასაბუთებს, რომ არსებული ჩანაწერისა და მასთან კავშირში მყოფი ნორმების ერთობლივი ანალიზით ნათელია - შვებულების უფლების მქონე დასაქმებულში მოიაზრება მხოლოდ ქალი და დასახელებული შვებულების უფლებით ვერ სარგებლობენ ბავშვის ბიოლოგიური მამები.

ამასთან, არასამთავრობოს განცხადებით, ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, რომელიც პირდაპირ ადგენს, რომ შვებულების ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს საავადმყოფო ფურცელი, ის კი გაიცემა მხოლოდ ქალზე. ამავე ბრძანებით, საავადმყოფო ფურცელი ბავშვის მამის მიმართ მხოლოდ ქალის გარდაცვალების შემთხვევაში გაიცემა. შესაბამისად, დასახელებული ბრძანება პირდაპირ გამორიცხავს კაცებს ახალშობილის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების უფლების მქონე პირებისაგან.

„კონსტიტუციურ სარჩელში EMC ამტკიცებს რომ ამგვარი რეგულაცია წარმოადგენს დისკრიმინაციულ მიდგომას ბიოლოგიური მამების მიმართ ერთი მხრივ დედებთან მიმართებით, ხოლო მეორე მხრივ მშვილებელ მამებთან მიმართებით, რომელთაც შრომის კოდექსში არსებული სპეციალური ჩანაწერის საფუძველზე აგრეთვე შეუძლიათ დაუბრკოლებლად ისარგებლონ ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლებებით. EMC-ის აზრით ბავშვის მოვლა წარმოადგენს თანაბარ უფლებას და იმავდროულად პასუხისმგებლობას ორივე მშობლისათვის. შესაბამისად, გაუმართლებელია, სახელმწიფო მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს ანიჭებდეს დასახელებულ შესაძლებლობას.

გარდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებისა, მოსარჩელე მხარის აზრით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლების შეზღუდვა კაცებისთვის იწვევს მათი შრომის უფლების შეზღუდვას, ისევე როგორც გაუმართლებლად ერევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ოჯახის კეთილდღეობისა და მეუღლეთა თანასწორობის უფლებებში. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა მეუღლეებს არ ანიჭებს შესაძლებლობას, საკუთარი შეთანხმებითა და სურვილის შესაბამისად იზრუნონ საკუთარ შვილზე და გაიზიარონ ეს პასუხისმგელობა. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მხარის განმარტებით, ოჯახის კეთილდღეობის უფლება მოიცავს არა მხოლოდ კანონმდებლობით აღიარებულ ქორწინებას, არამედ მისი შინაარსი გაცილებით ფართოა და აერთიანებს აგრეთვე რეგისტრირებული ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას და ამ თანაცხოვრებაში დაბადებულ ბავშვებს.

გამომდინარე იქედან, რომ ბავშვზე ზრუნვა და მისი მოვლა წარმოადგენს არა მხოლოდ უფლებას, არამედ პასუხისმგებლობასაც, მოსარჩელე მხარე ასაბუთებს, რომ სახეზეა აგრეთვე ქალის კანონის წინაშე თანასწორობის უფლებაში ჩარევა იმდენად, რამდენადაც არსებული სამართლებრივი რეგულირება ბავშვზე ზრუნვის მოვალეობას მხოლოდ ქალს აკისრებს. აღნიშნული საკანონმდებლო მოცემულობა კი განამტკიცებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ დისკრიმინაციულ, უთანასწორო და პატრიარქალურ შეხედულებებს ქალის წინასწარ განსაზღვრულ როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით, რაც შვილებზე ზრუნვის ვალდებულებაში გამოიხატება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

EMC მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს, 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.