ზუგდიდის თემის საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ
თანამდებობა
დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ, საკრებულოს მიმდინარე
სხდომაზე განაცხადა.
ლაშა გოგიამ ასევე აღნიშნა, რომ შემოსულია საკრებულოში 26 წევრის განცხადება, ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით. წარდგენილია ერთადერთი კანდიდატი - მაიზერ ნანავა.
მანამდე ლაშა გოგიამ ანგარიში ჩააბარა საკრებულოს, სადაც ისაუბრა მისი მუშაობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე. მან მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი მუშაობისთვის და თანამშრომლობისთვის მთავრობას, მერიას, გუბერნიას და დეპუტატებს. განსაკუთრებული მადლობა კი ყოფილ გამგებელს, ედიშერ თოლორაიას ეფექტური მუშაობისთვის. ასევე, ამომრჩეველს ნდობისთვის.
ამ წუთებში საკრებულოში შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლაშა გოგია თავმჯდომარეობდა. გოგია მუნიციპალიტეტის გამგებლად აირჩიეს 8 ოქტომბერში გამართულ არჩევნებზე.