ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა [Video]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შიდა ცვლილებები შევიდა,
როგორც საშემოსავლო, ასევე გადასახადების ნაწლში. საკრებულოს
გადაწყვეტილებით შემცირდა ბიუჯეტი ბუნებრივი რესურსების, სანებართვო,
სათამაშო, დასუფთავების და ჯარიმებიდან შემოსულობების ნაწილში.
385 ათასი ლარით ასევე შემცირდა ბიუჯეტი ცალკეული ღონისძიებების და პროგრამებისთვის გათვალისწინებულ ნაწილში. მათ შორის სარეზერვო ფონდი, საკრებულოს და გამგეობის შესანახი ხარჯები, გზების, ხიდების რეკონსტრუქციის ხარჯები, სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელშეწყობის, გარე განათების ხარჯები და სოციალური, კულტურული ღონისძიებების ხარჯები.
საერთო ჯამში შემცირების შედეგად მიღებული 385 ათასი ლარი გადანაწილდა შემდეგნაირად:
60 ათასი ლარი გადავიდა ააიპ „კეთილმოწყობის“ ბიუჯეტში საახალწლო ღონისძიებებისთვის.
200 ათასი ლარი ააიპ „საფეხბურთო კლუბ ოდიში 1919-ის“ ხელშეწყობისთვის.
20 ათასი ლარი ააიპ „განუმუხურის ბოტანიკური ბაღის“ სუბსიდირებისთვის.
105 ათასი ლარი სამედიცინო დახმარების პროგრამისთვის.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საკითხს.