ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ზუგდიდში კამპანია იწყება [Video]
ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობისა
და
თანასწორობის ცენტრი“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიან
კამპანიას უერთდება. ეს კამპანია უკვე მრავალი წელია გაეროს
ინიციატივით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება. ორკვირიანი კამპანიის
სლოგანია „გავხადოთ სამყარო ნარინჯისფერი“. მისი მიზანი საზოგადოების
ინფორმირებულობის გაზრდაა და მათი მობილიზება ქალებზე ძალადობის
საკითხებთან დაკავშირებით.
კამპანიას ადგილობრივი ორგანიზაცია საკუთარი მესიჯით - „ნუ გაჩუმდები“ შეუერთდება. ისინი ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მასშტაბური ღონისძიების გამართვას გეგმავენ, მათ შორის ქუჩის ხმაურიან აქციას, საინფორმაციო შეხვედრებს, კინოჩვენებებს, ფორუმ თეატრს.
„ჩვენი აქციია მიზანია საზოგადოების გაერთიანება ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტებზე, საკანონმდებლო დონეზე ქალთა საკითხების პოლიტიკის გააქტიურება, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფრო მეტი სენსიტიურობა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.
მან გაიხსენა რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 16 წლის მოზარდის სუიციდის ფაქტი და აღნიშნა - როცა საზოგადოება არ სვამს კითხვებს, თუ რამ მიიყვანა ახალგაზრდა ქალი თვითმკვლელობამდე, არის ძალიან ცუდი პრეცედენტი საიმისოდ, რომ „გავჩუმდეთ და არ ავიმაღლოთ ხმა“.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოუწოდა მოსახლეობას სოლიდარობის და გაერთიანებისკენ, სახელმწიფოს, სამართალდამცავ ორგანოებს კი იმისკენ, რომ გადადგან ბევრად ქმედითი ნაბიჯები პრობლემის აღმოსაფხვრელად, ქალების სიცოცხლის დასაცავად.
მანვე აღნიშნა, რომ თანამშრომლობენ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან და ერთობლივ ღონისძიებებსაც გეგმავენ კამპანიის ფარგლებში.
კამპანია 25 ნოემბერს „ხმაურიანი აქციით“ დაიწყება. კერძოდ, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მოეწყობა მსვლელობა მოხალისეების და პარტნიორი ორგანიზაციის წევრების ჩართულობით. ამასთან, დარიგდება ფლაერები.
აქციები 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.