ახალმა გამგებელმა მოადგილე და სამსახურის უფროსი თანამდებობებიდან გაათავისუფლა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურგენ სართანია და
მშენებლობის სამსახურის უფროსი ჯაბა არდია თანამდებობებიდან
გაათავისუფლეს. გურგენ სართანიამ „ლაივპრესის“ სატელეფონო ზარებს არ
უპასუხა. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჩვენ ჯაბა არდიამ დაგვიდასტურა.
მისი თქმით, მიზეზი ამ ეტაპზე მისთვის უცნობია. თუმცა პოლიტიკურ
მოტივსაც გამორიცხავს. არც ის იცის, სად განაგრძობს მუშაობას.
„წუხელ შემატყობინეს, რომ დათხოვილი ვარ. დავას არ ვაპირებ. რამე გამოიძებნება. იქნება გზა გვირაბის ბოლოს. მე პოლიტიკაში არც ვყოფილვარ, არც მაშინ და არც ახლა. მე ჩემი საქმე მქონდა, ჩემს საქმეს ვაკეთებდი“, - გვითხრა ჯაბა არდიამ, რომელიც გამგეობაში დაახლოებით 7 წლის მანძილზე მუშაობდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ კომენტარისთვის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს თენგიზ შანავასთან გადაგვამისამართა.
თენგიზ შანავას თქმით, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი გამგებლის არჩევასთან დაკავშირებით, ყველა თანამდებობის პირს უწყდება უფლებამოსილება. რის შემდეგაც, გამგებელი თავისი შეხედულებისამებრ წერს ბრძანებებს დანიშვნასთან დაკავშირებით:
„გათავისუფლდა ყველა, მაგრამ ნაწილი დაინიშნა, ნაწილი არა. ბატონი გურგენი და ბატონი ჯაბა არ დანიშნულან. დანარჩენი სამსახურის უფროსები შენარჩუნდნენ თანამდებობებზე“, - აღნიშნა მან.
თუ რატომ არ მოხდა ამ ორი ადამიანის ხელახლა დანიშვნა, ამაზე თენგიზ შანავას პასუხის არ აქვს.
„შეეძლო ნებისმიერი დაენიშნა. არ დაინიშნა. ეს კანონმდებლობის ჩარჩოებში ჯდება. გამგებლის პირველ მოადგილედ დაინიშნა მამუკა წოწერია, მშენებლობის სამსახურის უფროსად ლაშა ჯაიანი, რომელიც ადრე თბილისში მუშაობდა. კიდევ არ არის ერთი ბრძანება დაწერილი. სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი შვებულებაშია და მერე განიხილება მისი საკითხი“, - გვითხრა თენგიზ შანავამ.
შესაძლოა, თუ არა, გარკვეულწილად გათავისუფლება პოლიტიკურ მოტივს დავუკავშიროთ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურში პოლიტიკური დანიშვნები, ან გათავისუფლებები არ ხდება.