ახალი ამბები
სპორტი, განათლება და კულტურა ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტში [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტის განხილვა გაგრძელდა დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ნაწილში. საუბარი შეეხო აღნიშნლი სფეროს პრიორიტეტებს, პროექტით გაწერილ შესასრულებელ სამუშაოებს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ასევე მოუხდათ შეხვედრის მონაწილეთა კითხვებზე პასუხის გაცემა.

საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემები, მათ შორის დევნილების სახით, საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“, სპორტის სხვა სახეობების განვითარება, ეს ნაწილია იმ საკითხების, რაზეც აუდიტორიამ ყურადღება გაამახვილა.

მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ აღნიშნა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედი 17 სკოლამდელი დაწესებულებიდან, 13 მათგანში იძულებით გადაადგილებული პირები ამ დრომდე რჩებიან. შედეგად  შეუძლებელია აქ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება. მისი თქმით, უნდა მოხდეს ბაღების ავტორიზაცია, რაშიც შესაძლოა ხელი შეეშალოთ აქ დევნილთა ყოფნით. მათ მიიღეს ზეპირი პირობა მინისტრ სოზარ სუბარისგან ამ პრობლემის მოგვარების და მერმაც შესაბამისი წერილი უკვე გააგზავნა უწყებაში, რომ ზეპირ დასტურს მეტი ძალა მიეცეს.

„სამოქალაქო აქტივიზმის და თანასწორობის ცენტრის“ წარმომადგენელი ციცინო შენგელია დაინტერესდა, სპორტის განვითარების ცენტრის საქმიანობით, თუ რაში ხარჯავენ ისინი გამოყოფილ თანხას. ცენტრის ხელმძღვანელობისგან მან მოისმინა კონკრეტული აქტივობების შესახებ ინფორმაცია, თუმცა მიაჩნია, რომ საჭიროა სოფელ-სოფელ, კარ და კარ სიარული, ნიჭიერი ბავშვების აღმოსაჩენად, მათი პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა და გამოყენება.

თავის მხრივ, სკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათლომე შელიამ აღნიშნა, რომ ამ ცენტრის ბაზაზე მოქმედი კლუბები მინიმალური თანხებით არსებობენ და საჭიროა აქტიური ზრუნვა მათ გასაძლიერებლად.

მანვე ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის გაუმჭვირვალობის საკითხზე, იმაზე, რომ ცალკეული მიმართულებით საქმეში „ბოლომდე ჩახედვის“ საშუალება არ ეძლევათ.

„მაგალითად, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების სიას სამი წელია ვითხოვთ და გთხოვთ მიპასუხოთ, რატომ არ გვაძლევენ“, - აღნიშნა მან.

დეპუტატის მოსაზრებას არ დაეთანხმა ასევე საკრებულოს წევრი კახა ფარცვანია.

„მე მგონი, ამ მუნიციპალიტეტში ამის პრობლემა არ არის. ყველაზე გამჭვირვალე მუნიციპალიტეტია და საქმეში ჩახედვის კუთხით არ არის პრობლემები. ამას არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ადასტურებს. თქვენ ითხოვთ პერსონალურ მონაცემებს. სახელი გვარი და მათი პირადი ნორმებით. ამას კანონი იცავს. თუ მათი თანხმობა არ მექნება, მე ვერ მოგცემთ.. ფინანსურ ხარჯვაში კი რაც ხდება, ეს აბსოლუტურად გამჭვირვალეა“, - განმარტა მან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰანგის“ ხელმძღვანელმა რუსლან საჯაიამ შესთავაზა ადგილობრივ თვითმმართველობას, გამგეობამ და მერიამ ერთობლივი წესით გამონახონ თანამშრომლობის ფორმა იმისთვის, რათა ასოციაციის ბაზაზე არსებული ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდისთვის, რომელიც 2014 წელს საქართველოს ჩემპიონიც გახდა და აქვს კიდევ სხვა დამსახურებები, გარკვეული სახსრები გამოინახოს. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ განმარტა, რომ საკითხს განიხილავენ და კონკრეტულ ხედვას ამ საკითხზე შეიმუშავებენ.

„ეს არის სტანდარტული ბიუჯეტი, რომელიც შემოიტან მერიამ. ის ბიუჯეტი, რომელიც შარშან იყო და წლის ბოლომდე სხვადასხვა ჩაჭრებით და თანხების გადანაწილებით მოვიდა . სავარაუდოდ იგივე იქნება წლის ბოლომდეც. სიახლეს ვერაფერს ვერ ვხედავთ. არის ჩავარდნილ სფეროები, რომლის ამოქაჩვაც გვიწევს უკვე ამ წელს. არ არის ისეთი პრიორიტეტები, რომელი აუცილებლად განსასაზღვრი იყო. ეს ეხება ბაღების მიმართულებას, კულტურულ ღონისძიებებს, ფეხბურთის თემას, რომელიც ძალიან მტკივნეულია“, - ასე შეაფასა წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

მისი თქმით, დეტალურად ფრაქციის შენიშვნებს და რეკომენდაციებს 25 ნოემბრამდე წარმოადგენენ.

თავის მხრივ, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ხელმძღვანელმა ნათია ფიფიამ აღნიშნა, რომ ისინი დაფიქსირებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს მაქსიმალურად გაითვალისწინებენ და მიიღებენ ქალაქისთვის უმთავრეს საფინანსო დოკუმენტს.

„მე ვფიქრობ, ეს პროექტი ამ შეხვედრის შემდეგ უფრო დაიხვეწება და უფრო ეფექტური იქნება“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, რაც ბიუჯეტის პროექტით არის გაწერილი, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

2444,4 ათასი ლარი - სკოლამდელი აღზრდის განათლების ხელშეწყობის პროგრამა.

150,0 ათასი - საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობა.

500,0 ათასი ლარი - სკოლისგარეშე დაწესებულებების ხე;შეწყობა ააიპ „მოსწავ;ე-ახალგაზრდობის სასახლის“ ბაზაზე.

45,0 ათასი - განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობა.

4239,9 ათასი ლარი - კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები.

2245,3 ათასი - სპორტის განვითარების ხელშეწყობა.

950,0 ათასი ლარი - სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ააიპ სპორტის განვითარების ბაზაზე.

900,0 ათასი - ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა.

1894,6 ათასი - კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

208,0 ათასი - სამხატვრო გალერეის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა.

418,6 ათასი - სამუსიკო სკოლების ხელშეწყობა.

460,0 ათასი ლარი - საბიბლიოთეკო დარგის განვითარება.

20,0 ათასი - ტელერადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა.

380, 0 თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა ზუგდიდის თეატრის ბაზაზე.

100,0 ათასი ლარი - ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობისთვის.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.