აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან რუსეთის სამხედროების რაოდენობა გაიზარდა
აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ
რუსეთის სამხედროების გაზრდილი რაოდენობა შეინიშნება. „ლაივპრესს“
გალში მცხოვრებმა რესპონდენტმა ტელეფონით აცნობა, რომ რუსეთის
სამხედროები აკონტროლებენ საოკუპაციო ზოლის იმ ნაწილსაც, სადაც
მანამდე არ იმყოფებოდნენ. ამასთან, რესპონდენტის თქმით, სამხედროები
ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარში აცხადებენ, რომ გალი მალე
სამხედრო ქალაქი გახდება.
„დგანან ახალი გზა რომ გააკეთეს ოტობაიისკენ იქაც. საუბეთებს ამოწმებენ, მეტი არაფერი. ოფიციალური საგუშაგოს მსგავსი კი არ აქვთ, ისე დგანან. გალზე ამბობენ „ვაენნი გარადოკი“ იქნებაო. მოსახლეობას ამაზე არ აქვს ცუდი რეაქცია. პირიქით, არც ყაჩაღობაა რაც ესენი შემოვიდნენ. ადრე, ღამე ქუჩაში გამოსვლის გვეშინოდა. ესენი არავის არ ერჩიან. უბრალოდ დგანან“, - უთხრა „ლაივპრესს“ რესპონდენტმა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით გალის რაიონში სამხედრო ტექნიკის მატება არ შეუნიშნავთ.
2016 წლის 22 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე.
ხელშეკრულების გაფორმებაზე განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო სამქეთა სამნისტრომ. უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები მიმართულია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისაკენ, რაც სრულად უგულვებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის დადგენილ საერთაშორისო წესრიგს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უზრუნველყოს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.