სახალხო დამცველი: 10 თვეში ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალია მოკლული
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო
დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით 2016 წლის 25 ნოემბერს საქართველოს სახალხო
დამცველმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში
ერიკა კვაპილოვამ მედიის წარმომადგენლებთან ქალთა მიმართ ძალადობის და
ოჯახში ძალადობის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და
პრობლემებზე ისაუბრეს.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალია მოკლული. კვლავ მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი. პოლიციამ 2000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა დაცვის ღონისძიება. ომბუდსმენის ცნობითვე, მისასალმებელია გასულ წლებთნ შედარებით ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და მათზე რეაგირების მაჩვენებლის გაზრდა, თუმცა პრობლემის მასშტაბების და სიმძაფრის გათვალისწინებით შესაძლო რისკების პრევენციის და თითოეულ შემთხვევაზე რეაგირებისთვის უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.
„ჩვენი შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში არ ხდება ძალადობის განმეორების რისკის შეფასება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება. არსებული გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის საქმეთა შესწავლისას გათვალისწინებულ იქნა ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული მძიმე ვითარება და ყველა შემთხვევაზე ქმედითი ღონისძიებები გატარდეს”, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს თბილისში გამართულ ბრიფინგზე.
უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს მთავრობას და პარლამენტს ხელი შეუწყონ და დააჩქარონ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებზე ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირება. ომბუდსმენი იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მოახდინონ ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის დეფინიციის განსაზღვრა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.
ერიკა კვაპილოვამ მხარი დაუჭირა სახალხო დამცველის მოწოდებას მთავრობის მიმართ შეიქმნას ფემიციდის მონიტორინგის სისტემა.
„ამგვარი მონიტორინგის სისტემა მოემსახურება ქალთა მიმართ ძალადობის ამ უმძიმესი ფორმის შესახებ ცნობადობის გაზრდას, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გაძლიერებას და რაც უმთავრესია, ამ ტიპის დანაშაულის პრევენციას“, – განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
სახალხო დამცველი უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის, დუბრავკა სიმონოვიჩის 2015 წლის მოწოდებას გაეროს წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომლის მიხედვითაც აუცილებელია მთავრობამ მიზანმიმართულად იმუშაოს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე და ამ მიზნით შექმნას გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობებზე ზედამხედველობის სისტემა, იგივე ფემიციდის მონიტორინგის სისტემა და ყოველი წლის 25 ნოემბერს წარმოადგინოს შემთხვევათა დეტალური ანალიზი.