მუხურში მეფუტკრეობის ბაზის მშენებლობა დასრულდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში მეფუტკრეობის სანაშენე
სამეცნიერო ბაზის მშენებლობა დასრულდა და ახლა გაწმენდით სამუშაოები
მიმდინარეობს.
მეფუტკრეობის ახალი სანაშენე სამეცნიერო ბაზა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან და ჩხოროწყუს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიებითა და ლაბორატორიული მოწყობილობებით აღჭურვილი კვლევითი ბაზა უახლოეს პერიოდში გაიხსნება, რაც სპეციალისტებს ქართული ფუტკრის თვისებებზე ფართომასშტაბიანი კვლევების წარმოების საშუალებას მისცემს.
პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს და მისი მოცულობა 900 000 ლარს შეადგენს.