კრიზისების მართვის საბჭო: ენერგოსისტემა მოსახლეობის გაზით და შუქით მომარაგებისთვის მზადაა
საქართველოს ელექტროენერგეტიკული და გაზმომარაგების ობიექტები და
სისტემები,
ტექნიკური მდგომარეობის მხრივ, ზამთრის პერიოდში, მომხმარებლების
ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით საიმედო მომარაგებისათვის
მომზადებულია, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების
მართვის საბჭო.
საბჭოს აპარატის ინფორმაციით, ენერგო ობიექტების 2016-2017 წლების ზამთრის პერიოდისთვის მზაობის ანგარიშის შემუშავებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრები ენერგეტიკის სამინისტროს, ელენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის სექტორების სტრუქტურული ერთეულების და მსხვილი ენერგო ოპერატორების წარმომადგენლებთან.
განიხილეს ქვეყნის მასშტაბით ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის შეუფერხებლად მიწოდების საკითხები, შარშან მომხდარი ავარიების ლიკვიდაციისა და გამოვლენილ მოწყვლად უბნებზე მოსალოდნელი შემთხვევების პრევენციის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.
„წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვით და ენერგო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით დადგინდა, რომ საქართველოს ელექტრო ენერგეტიკული და გაზმომარაგების ობიექტები და სისტემები, ტექნიკური მდგომარეობის მხრივ, მომზადებულია ზამთრის პერიოდში, მომხმარებლების ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით საიმედო მომარაგებისათვის. ამასთანვე, კომპანიებს აქვთ მობილიზებული საჭირო ტექნიკა, სათადარიგო მარაგ-ნაწილები და ადამიანური რესურსები, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა ის შესაძლო გართულება რაც ზამთრის პერიოდს ახლავს თან”, - აცხადებენ საბჭოში.