ახალი ამბები
ვემხრობი შიდსის დამარცხებას - სამეგრელოს სტატისტიკა და გამოწვევები [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
შიდსი - დაავადების სტატისტიკა საქართველოში, სამეგრელოს რეგიონი ამ სტატისტიკაში, პრევენცია და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმები - ეს ის საკითხები იყო, რაც არასამთავრობო, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

უკვე მერამდენე წელია სამეგრელოს რეგიონი ქვეყნის მასშტაბით მეორეა აივ-ინფიცირებულთა რაოდენობით, რაც 811 ადამიანს შეადგენს. თუ რატომ, ძირითად მიზეზად შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის კონსულტანტი ლია ჭურღულია ხშირ მიგრაციაა მიიჩნევს. პირველ ადგილზე კვლავ დედაქალაქი რჩება 2 072 შემთხვევით. მესამე - მეოთხე პოზიციაზე იმერეთი და აჭარაა.

სულ ქვეყანაში 2016 წლის 11 თვის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 6 065 შემთხვევა. მათგან 4 508 მამაკაცი, 1 557 კი ქალია. გამოვლინდა ახალი 663 დაავადებული. თუმცა, ლია ჭურღულიას განმარტებით, ახალი შემთხვევების მატება უკავშირდება იმას, რომ გამოკვლევებს უფრო მეტი ადამიანი მიმართავს, რასაც ხელი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამაც შეუწყო.

პაციენტთა უმრავლესობის ასაკი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებულ მონაცემებს შორის 29-დან 40 წელია. შიდსი სულ 3 399 ადამიანს განუვითარდა. 1 201 გარდაიცვალა. მაღალეფექტურ არვ მკურნალობას გადის 3 550 პირი, მათგან 401 აფხაზეთში.

შეხვედრის მონაწილეთა განმარტებით, ინფექციის გადაცემის საშუალებებს შორის კვლავ აქტუალურია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება - 44,7% და დაუცველი სქესობრივი კავშირი - 52,4%. მათ შორის 8,8% ჰომოსექსუალური კავშირის შედეგად.

შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის კონსულტანტის თქმით, დაავადებულებს უამრავი პრობლემა ექმნებათ ყოველდღიურად. დასაქმება, თუნდაც სტომატოლოგიური მომსახურეობით სარგებლობა. ლია ჭურღულია აღნიშნავს, რომ ბევრი სტომატოლოგი უარს ამბობს აივ-ინფიცირებული პაციენტის მიღებასა და მკურნალობაზე, რაც შემდეგ ამ ადამიანებს თრგუნავს და საზოგადოებისგან განარიდებს.

საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ გამოთქვა მზადყოფნა, კონფიდენციალობის დაცვის პირობით, სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს დისკრიმინირებულ პირებს. თავის მხრივ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ასეთ ადამიანებს რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლობაც დაეხმარება.

ლია ჭურღულიამ კიდევ ერთ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც აივ ინფიცირებულები არც თუ იშვიათად აწყდებიან. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველებმა კარგად იციან, თუ რა გზით გადადის, ან არ გადადის დაავადება, შიდსით ინფიცირებულების მიმართ მაინც არსებობს განსხვავებული, სტიგმატიზირებული მიდგომები, როცა მაგალითად პოლიცია ყველა იმ ნივთს, რომელსაც დაავადებული ეხება, ან სანაგვე ყუთებში ყრიან, ან ოთახებიდან გააქვთ. მანვე გაიხსენა წალენჯიხის ერთ-ერთ რესტორანში რამდენიმე წლის წინ მომხდარი ფაქტი, როცა ოფიციანტი მხოლოდ იმის გამო დაითხოვეს, რომ ის აივ-ით იყო ინფიცირებული. მოგვიანებით, ეს ადამიანი სამსახურში აღადგინეს, თუმცა უკვე თავად განაცხადა უარი მუშაობის გაგრძელებაზე.

ლია ჭურღულია ამბობს, რომ აუცილებელია საზოგადოება სწორად იყოს ინფორმირებული, თუ რა გზებით გადადის დაავადება და არ ეშინოდეთ იმის, რისიც არ უნდა ეშინოდეთ.

„ეს დღე ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესია ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული დღე გაეროს აივ შიდსის პროგრამის მიერ ახალი კამპანიით იქნა შეთავაზებული მსოფლიოსთვის - „ვემხრობი შიდსის დამარცხებას“. დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავს ჩვენს რეგიონში არსებული ვითარების ანალიზს, ასევე იმ აუცილებელი ინტერვენციების მიმოხილვას, რომელიც საჭიროა აივ ინფექციის გავრცელების ტემპების მართვის და ზოგადად, ამ ინფექციის დამარცხებისთვის“, - განაცხადა ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანელმა ნინო ჯანაშიამ, ვისი ინიციატივით და ორგანიზებითაც ეს შეხვედრა გაიმართა.

მისი თქმით, გაეროს შიდსის პროგრამა ითვალისწინებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში მიზანმიმართული ქმედებების განხორციელებას, რომელსაც შეუძლია უკვე 2030 წლისთვის წერტილი დაუსვას აივ-ინფექციის ეპიდემიას.

„ქსენონმა“ ზუგდიდში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრამდე შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართა ღონისძიება, რომლითაც მობილური ამბულატორიების ბაზაზე მოქალაქეთა ნებაყოფლობითი ტესტირება განხორციელდა აივ შიდსსა და C ჰეპატიტზე.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სოხუმში, „ბრეხალოვკაზე“ მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
12:38 / 21.08.2019
სოხუმში, „ბრეხალოვკაზე“ მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეთიუ ბრაიზას
განცხადებით,
12:34 / 21.08.2019
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეთიუ ბრაიზას განცხადებით,
ოპოზიციური პარტია
11:07 / 21.08.2019
ოპოზიციური პარტია "ამცახარას" დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ალხას კვიცინია და დე
მამუკა ხარაძის განცხადებით, დღეს პროკურატურის მოთხოვნით და
სასამართლოს
22:06 / 20.08.2019
მამუკა ხარაძის განცხადებით, დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.