სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრთან ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება [Video]
საოკუპაციო საზღვრისპირა სოფელ რუხში, სავაჭრო ცენტრის სიახლოვეს
ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. რუხის კეთილმოწყობის პროექტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სდომაზე მოიწონა.
„ვინაიდან, რუხი წარმოადგენს საზღვრისპირა ადმინისტრაციულ ერთეულს, სადაც ხშირია დევნილი მოსახლეობის მოძრაობა, რომელთაც უწევთ ლოდინი, არ აქვთ სათანადო საყოფაცხოვრებო მომსახურება. ჩვენს მიერ მოწონებული პროექტის თანახმად, მოეწყობა სკვერი, ავტოსადგომი, კანალიზაცია, სანიაღვრე სისტემა, საპირფარეშოები“, - უთხრა „ლაივპრესს“ საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ.
პროექტის ღირებულება 370 955 ლარია. მისი განხორციელება 2017 წელს დაიწყება.
სოფელ რუხში სავაჭრო ცენტრი მიმდინარე წლის დასაწყისში საზეიმოდ გაიხსნა.