ახალი ამბები
აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარს ყოველდღიურად 1500-მდე მოქალაქე კვეთს
FaceBook Twitter
E-mail Print
გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას ინფორმაციით, საოკუპაციო საზღვართან არსებული ოთხი გამშვები პუნქტიდან ყოველდღიურად დაახლოებით 1500 ადამიანი გადადის სამეგრელოს რეგიონში. მისივე თქმით, ამდენივე ადამიანი ბრუნდება უკან.

„თითქმის ერთიდაიგივე ადამიანები არიან. ისინი მიდიან ბაზარში, ნათესავების სანახავად, სამედიცინო დაწესებულებეში. მათი უმრავლესობა 95% გალის რაიონის მცხოვრებია“, - განაცხადა თემურ ნადარაიამ.

დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც, რუსეთის სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს, მოქალაქეების რაოდენობამ ე.წ. გამშვებ პუნქტებთან იმატა.

აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსეთის სამხედროების რაოდენობა რომ გაიზარდა, ამის შესახებ „ლაივპრესს“ გალში მცხოვრებმა რესპონდენტმა ტელეფონით აცნობა. მისი ინფორმაციით, რუსეთის სამხედროები აკონტროლებენ საოკუპაციო ზოლის იმ ნაწილსაც, სადაც მანამდე არ იმყოფებოდნენ. ამასთან, რესპონდენტის თქმით, სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარში აცხადებენ, რომ გალი მალე სამხედრო ქალაქი გახდება.

„დგანან ახალი გზა რომ გააკეთეს ოტობაიისკენ იქაც. საუბეთებს ამოწმებენ, მეტი არაფერი. ოფიციალური საგუშაგოს მსგავსი კი არ აქვთ, ისე დგანან. გალზე ამბობენ „ვაენნი გარადოკი“ იქნებაო. მოსახლეობას ამაზე არ აქვს ცუდი რეაქცია. პირიქით, არც ყაჩაღობაა რაც ესენი შემოვიდნენ. ადრე, ღამე ქუჩაში გამოსვლის გვეშინოდა. ესენი არავის არ ერჩიან. უბრალოდ დგანან“, - უთხრა „ლაივპრესს“ რესპონდენტმა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით გალის რაიონში სამხედრო ტექნიკის მატება არ შეუნიშნავთ.

ნადარაიას ცნობით, თუ 2014 წელს ადმინისტრაციული საზღვარი 1 მილიონ 112 ადამიანმა გადალახა, მომდევნო წელს, ეს ციფრი მილიონ 127 ათასამდე გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის ათი თვის განმავლობაში უკვე დაფიქსირდა 1 მილიონ 83 ადამიანი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.