ახალი ამბები
ადვოკატი კორცხელის ინციდენტზე: დავადასტურებთ, რომ ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირების საქმის არსებითი განხილვა შედგა. მას პროცესის მონაწილე ყველა მხარე ესწრებოდა. მათ შორის ბრალდებულები - გიორგი ტყემალაძე, გიორგი გოგიძე, კობა ტყეშელაშვილი, ნოშრევან წურწუმია, გიორგი გიგაური და ვლადიმერ გეგეშიძე. მათ სხდომაზე აღნიშნეს, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა პროკურორ ნუგზარ ჯიქიძის შუამდგომლობა და დამატებით მტკიცებულების სახით დაშვებულ იქნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნები. დასაკითხი მოწმეების სიას დაემატა 5 ექსპერტი.

დღესვე მხარეებმა წარმოთქვეს შესავალი სიტყვები. პროკურორ ნუგზარ ჯიქიძის განცხადებით, ბრალდებულებმა 22 მაისს, საარჩევნო უბანზე ჩაიდინეს ხულიგნობის ფაქტი. კერძოდ,, საარჩევნო უბანთან მისულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ინციდენტის მიმდინარეობისას, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში კი შეფერხებული იყო მოძრაობა უბნის მიმდებარედ. როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმის განხილვის პროცესში ბრალდების მხარე წარმოადგენს ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, მათ შორის დაზარალებულების ტანსაცმელს, ექსპერტიზის დასკვნებს, სხვადასხვა მედიასაშუალებებით გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას. მისი თქმითვე, ასევე დაიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

თავის მხრივ, ბრალდებულების ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ აღნიშნა, რომ ისინი დავობენ საქმის კვალიფიკაციაზე. ადვოკატის თქმით, ადგილი რეალურად მართლაც ქონდა ცემის ფაქტს და არა ხულიგნობას. ამასთან, ბელთაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ ენმ-ის წევრების მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურცხყოფას, გინებას, მიზანმიმართულ პროვოკაციას. ადვოკატმა განმარტა, რომ ბრალდებულებმა პროვოკაციის ფონზე სცემს ხელებით, აქეთ კი საპასუხოდ ხელკეტები გამოიყენეს. სწორედ ამიტომ, დაცვის მხარე აცხადებს, რომ გამოძიება მიკერძოებულია, რადგან ინციდენტის მონაწილეებად წარმოდგენილები არიან მხოლოდ ეს ბრალდებულები. ადვოკატის მტკიცებით, საქმის მიმდინარეობის პროცესში ის მტკიცებულებებით დაადასტურებს, რომ ხულიგნობას ადგილი არ ქონია.

სხდომის დაწყების წინ, ერთგვარი მიმართვა გააკეთა მოსამართლემ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შოთა ბიჭიამ იმედი გამოთქვა, რომ სხდომაზე მყოფი მასმედიის წარმომადგენლები საკუთარ პროფესიულ საქმიანობას კეთილსინდისიერად და ობიექტურად შეასრულებენ, იურიდიული ტერმინების დაცვით.

მხარეებმა სასამართლო ისე დატოვეს, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სასამართლოს გადატვირთულო განრიგიდან გამომდინარე მომდევნო პროცესი 2017 წლის 11 იანვარს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

სპორტსმენებს - გიორგი ტყემალაძეს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას და გიორგი გიგაურს ბრალი წარგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსია 239-ე (ხულიგნობა)მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გეგეშიძეს ამავე მუხლის მესამე ნაწილით.

22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ. შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. ზოგიერთ მათგანს სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდა. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერელურ საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული, მათ შორის ორი პოლიციელი.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და კორცხელის ინცინდენტში მონაწილე ექვსივე პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.მოსამართლე ნატრული აკობიამ სპორტსმენს ვლადიმერ გეგეშიძეს 10 ათასი ლარის გირაო, დანარჩენებს: კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს და გიგა ტყემალაძეს 7-7 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.