მერიის ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განყოფილების წლის შემაჯამებელი ანგარიში [Video]
ქალაქ ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების
განყოფილებამ 2016 წელი შეაჯამა და კონფერენციებში მონაწილე
მოსწავლეები წიგნებით დააჯილდოვა. ტურიზმის განვითარებაში შეტანილი
წვლილისთვის წიგნები გადასცეს ასევე, ჰოსტელების, სასტუმროების და
კვების ობიექტების მფლობელებს.
მერიის ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი ბესიკ არახამია აცხადებს, რომ ძეგლთა დაცვის კუთხით განხორციელებული სამუშაოებიდან გამოყოფდა - უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალის აგებას, 1941-1945 წლებში გარდაცვლილთა მემორიალის აღდგენა-რესტავრაციას და 1924 წელს ზუგდიდში დახვრეტილ მამულიშვილთა მემორიალის დამზადებას, რომელიც დეკემბერში გაიხსნება.
რაც შეეხება ტურიზმს, როგორც ბესიკ არახამია განმარტავს, ამ კუთხით მნიშვნელოვანია მერიის პროექტი „ტურიზმის პოპულარიზაციის დღეები“, რომელიც საგანმანათლებლო ტურებისა და კონფერენციების საშუალებით მიზნად ისახავს რეგიონში ტურიზმის განვითარების საქმეში ახალგაზრდების ჩართულობას:
„ჩვენ ამ კუთხით ავიღეთ სრულიად ახალი მიმართულება - კონფერენციების მოწყობა, სადაც მონაწილეობას იღებენ საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, უნივერსიტეტების სტუდენტები. კონფერენციებში მონაწილეობას ღებულობს ყველა სექტორი, რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება განვავითაროთ ტურიზმი ქალაქში. მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ემოგზაურათ, თუნდაც ექსკურსიების საშუალებით. ჩვენ გულნატკენი არავინ დაგვიტოვებია“, - აღნიშნა მან.
წლის შემაჯამებელი ანგარიშის განხილვაზე მოეწყო ზუგდიდის, როგორც ტურისტული ქალაქის, საიმიჯო ვიდეორგოლის პრეზენტაცია. 7-წუთიან კლიპში, რომელიც ქართულთან ერთად, რუსულ და ინგლისურ ენაზეც მომზადდა, ნაჩვენებია ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები და მოთხრობილია ზუგდიდის ისტორია. დაგეგმილია ვიდეორგოლის აფხაზურ და ოსურ ენებზე გამოშვებაც.
მერიის მიერ ჩატარებული სამუშაოები, განსაკუთრებით კი ქალაქის საიმიჯო კლიპი მოიწონეს შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე ისაუბრეს პრობლემებზეც, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ქალაქში.
რეგიონული ტურიზმის განვითარების საინიციატივო ჯგუფის წევრის, მარიკა თოდუას განცხადებით, პრობლემად რჩება ის, რომ ზუგდიდი არის ტრანზიტული ქალაქი სვანეთში მიმავალი ტურისტებისთვის.
„ტურისტი როცა მოდის, მას სჭირდება აქ ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ტურისტული ატრაქციები, სადაც გაერთობა, მიიღებს რაღაც ინფორმაციას. გვაქვს დადიანების მუზეუმი, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ინტერესს, მაგრამ მათ ხშირად აინტერესებთ ჩვენი კულტურა, რისი პრეზენტაციის საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს, რადგან არ არის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც ჩვენი ყოფის, ჩვენი კულტურის, ჩვენი ეთნოსის შესახებ რაღაც ფაქტებს ვუჩვენებთ“, - განაცხადა მარიკა თოდუამ და აღნიშნა, რომ ქალაქში მანიშნებლების და საინფორმაციო რუქების განთავსებით გაკეთდა „კარგი საქმე“.
ზუგდიდის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლების თქმით, რეგიონში ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს, რასაც მათ მიერ წარმოებული სტატისტიკური მონაცემები მოწმობს.
მერიაში აცხადებენ, ტურისტების მეტად ინფორმირებისთვის, საიმიჯო კლიპის პარალელურად მზადდება ბროშურა - „ჩემი ზუგდიდი“, რომლის პრეზენტაციაც დეკემბერში გაიმართება. ბესიკ არახამიას განცხადებით, ბროშურის ყდას ელენე ახვლედიანის ნახატი - „ზუგდიდის ბაზარი“ დაამშვენებს, რომელიც დადიანების მუზეუმში ინახება.