აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის ექსპორტი ორჯერ შემცირდა
აფხაზეთის მანდარინის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით ორჯერ შემცირდა. დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის
ინფორმაციით, თუ 2015 წლის დეკემბერში აფხაზეთიდან რუსეთში 14 229 675
კილოგრამი მანდარინი იყო გატანილი, ახლა ეს ციფრი 7 694 904-ს არ
აღემატება.
ამასთან სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე დაწესებული ე.წ. საბაჟო გადასახადის გამო (1 კგ-ზე 25 რუბლი) მოსახლეობას მანდარინი არ გადმოაქვს.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მათ ციტრუსის დიდი ნაწილის რეალიზება ვერ მოახერხეს. პირობით საზღვართან დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად გალელები მანდარინზე მოთხოვნის კლებას, წელს მის დაბალ ხარისხს უკავშირებენ.
„არავის არ უნდა მანდარინი. შარშან ასეთ დროს მანქანებით მოდიოდნენ და მიჰქონდათ, ახლა არავის უნდა. ცუდი ხარისხია ძალიან, აი ისეთი რაღაც სჭირს რაც თხილზე იყო გავრცელებული. ვიზუალურადაც არ ვარგა და შიგნითაც დაზიანებულივითაა“, - უთხრა „ლაივპრესს“ გალელმა რესპონდენმტმა.
ციტრუსზე ექსპორტის შემცირების მიზეზად რუსეთის ბაზარზე არსებული კონკურენცია დაუსახელეს სააგენტო „აფხაზია-ინფორმს“ დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო სამსახურში. ხელის შემშლელ ფაქტორად სახელდება ასევე რუსეთ-აფხაზეთის საზღვართან დაწესებული დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) 18%-ის ოდენობით.
„სამწუხაროდ ძალიან ცოტამ თუ გაიტანა საზღვარზე საკუთარი მანდარინი. პროდუქტზე ფასი დაბალია. რუსეთში საკუთარი მანდარინი შეიტანა თურქეთმა, საქართველომ. ჩვენი, ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა მანდარინი კი ყველას დაავიწყდა“, - განუცხადეს სააგენტოს დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო სამსახურში.