გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ზუგდიდის სასამართლომ ოთხი მოწმე დაკითხა [Video]
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ
საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეზე ოთხი მოწმე დაიკითხა.
აქედან ორი დისტანციური წესით -„სკაიპის“ საშუალებით, ერთი ადგილზე.
გალიდან დევნილი მამაკაცის დაკითხვისას კი სასამართლო პროცესი
დაიხურა.
შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა ლევან ფიფიამ მიმართა. ამასთან იგივე თხოვნით მოსამართლეს თავად მოწმემაც მიმართა, აღნიშნა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელში და უსაფრთხოების დაცვის მიზნით სურს სხდომის დახურვა. შუამდგომლობა მოსამართლე შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა.
საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს ექსპერტი ავთანდილ ბერულავა. მან აღნიშნა, რომ წერილობითი მომართვის საფუძველზე ადმინისტრაციულ საზღავრთან სათვალთვალო კამერით გადაღებული მკვლელობის ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა გადასცა პოლიციის სამმართველოს გამომძიებელს.
სუს-ის თანამშრომლის სიტყვებით ვიდეოში ასახულია, როგორ ჩამოდის ავტომობილიდან გიგა ოთხოზორია ქალისა და მამაკაცის თანხლებით, გადადის ხიდის მეორე მხარეს და ცოტა ხნით კამერის სათვალთვალო პერიმეტრიდან იკარგება. მოგვიანებით მასთან ერთად მანქანით მოსული მამაკაცი და ქალი მიემართებიან ასევე ხიდის მეორე მხარეს. უკან მობრუნებისას კი მათ მოყვება რამდენიმე სამხედრო პირი, საიდანაც ერთ-ერთი უახლოვდება გიგა ოთხოზორიას და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრის. შედეგად კი ის „ადგილზე წაიქცა“.
როგორც მოწმემ აღნიშნა ამ ფაქტის შემდეგ სამხედრო პირები ისევ უკან დაბრუნდნენ. მისივე თქმით, მასალაში ჩანს მხოლოდ გამოსახულება და არ ისმის ხმა. შესაბამისად ვერ დააზუსტა ადვოკატ მთვარისა ბიგვავას შეკითხვა თუ რამდენი გასროლა განხორციელდა.
სხდომაზე „სკაიპით“ საშუალებით ქუთაისიდან ჩერთო ესქპერტი შოთა კახიძე. მან გიგა ოთხოზორიას ცხედარს სამედიცინო ექსპერიზა ჩაუტარა. მოწმის განცხადებით, გარდაცვლილს სხეულზე, სხვადასხვა ადგილას აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული რამდენიმე ჭრილობა. აქედან ხუთი შემავალი, დანარჩენი კი გამჭოლი. როგორც შოთა კახიძემ აღნიშნა, გიგა ოთხოზორიას სიკვდილი თავის არეში მიყენებულმა ჭრილობამ გამოიწვია.
რაც შეეხება დისტანციური წესით დაკითხულ კიდევ ერთ მოწმეს გიორგი გიორგაძეს. ის სხდომას თბილისიდან ჩერთო. მოწმემ აღნიშნა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოს მომართვის საფუძველზე შეისწავლა საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ვიდეომასალა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა უახლოეს სხდომაზე ბრალდების მხარე დაასრულებს მოწმეების დაკითხვას და წარმოადგენს ნივთმტკიცებულებებს. გიგა ოთხოზორიას საქმის მორიგი განხილვა 21 დეკემბრეს 16:00 საათზე ჩაინიშნა.
ოთხოზორიას მკვლელობის საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოქტომბერში დაიწყო. სასამართლო პროცესებს ესწრება გარდაცვლილის დედა და ცოლი.
რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 236 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს. მისი, როგორც ძებნაში მყოფი პირის უფლებებს იცავს სახაზინო ადვოკატი მთვარისა ბიგვავა.
გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 19 მაისს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში რამდენიმე გასროლით მოკლეს.