9 138 ლარი ზუგდიდის მერიის ავტომანქანების გასარეცხად
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი მის
ბალანსზე
არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვისთვის. საუბარი
სხვადასხვა მარკის 11 მანქანას შეეხება. წინადადებების მიღება 21
დეკემბერს დაიწყო და ხვალ, 23 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა
კომპანიამ ერთი წლის მანძილზე, 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის
ჩათვლით აღნიშნული მომსახურეობის გაწევა უნდა უზრუნველყოს. შესყიდვის
სავარაუდო ღირებულებად 9 138 ლარია მითითებული.
მომსახურეობაში იგულისხმება ძარის, სალონის და საბარგულის ხელით რეცხვა-გასუფთავება, ავტომანქანის სალონის ქიმწმენდა სხვადასხვა მარკის ტრანსპორტისთვის განსხვავებული სიხშირით წლის მანძილზე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.