ქალაქი და თემი „ზუგდიდის“ ხარჯებს გაიყოფენ [Video]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ქალაქ ზუგდიდს ერთი საფეხბურთო
გუნდი „ზუგდიდი“ ეყოლებათ. შპს „საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის“ 50-იანი
წილი გამგეობამ იყიდა და ის ამ გუნდის თანამფლობელი გახდა. შესაბამისი
გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს
თავმჯდომარის თქმით, გამგეობა „ზუგდიდისთვის“ 250 ათას ლარს გამოყოფს.
მაიზერ ნანავამ „ლაივპრესთან“ საუბარში აღნიშნა, რომ შპს აუცილებლად
მოგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამიტომ სიახლის მიუხედავად
ინვესტორის მოძიებაზე მუშაობა გაგრძელდება.
თავის მხრივ, გამგებელ ლაშა გოგიას განმარტებით, ეს ყველაფერი იმიტომ გაკეთდა, რომ ქალაქს და რაიონს ერთი ძლიერი გუნდი ყავდეს, რადგან შენდება უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი და გამართული გუნდის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე მოქმედ „ოდიში 1919-ს“, მას სრულად ფეხბურთის ფედერაციასთან არსებული ფონდი დააფინანსებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით თანხები არ დაიხარჯება.