პუტინი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს „ახალ ინტეგრაციას“ სთავაზობს
კრემლის წარმომადგენელ დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის
პრეზიდენტის
აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლა 1991 წელს „კატასტროფა“ იყო, და რადგან
დაშლის გაუქმება შეუძლებელია, ვლადიმირ პუტინი ფიქრობს, რომ საჭიროა
„ახალი ინტეგრაცია“. რუსეთის პრეზიდენტი რამდენიმე ყოფილი საბჭოთა
რესპუბლიკის ლიდერებს შეხვდა პეტერბურგში, 26 დეკემბერს, საბჭოთა
კავშირის დაშლის დღის, 26 დეკემბერის მეორე დღეს. პეტერბურგში
შეხვედრაზე ჩასული იყვნენ სომხეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის და
ყირგიზეთის პრეზიდენტები.