ახალი ამბები
წარმატებული ზუგდიდელი სპორტსმენები დაჯილდოვდნენ [Video]
ქალაქ ზუგდიდის მერიაში დღეს წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს. მათ შორის ევროპის თუ მსოფლიო ჩემპიონები, პრიზიორები მკალვჭიდში, ძიუდოში, ჭადკარში, თავისუფალ ჭიდაობასა თუ სხვა სახეობებში. დაჯილდოვდნენ მწვრთნელებიც. სპორტსმენების ნაწილს ფულადი ჯილდოები გადასცეს. დანარჩენებს სპორტული ინვენტარი, ბურთები, ფორმები და სხვა სახის აღჭურვილობა გ, რომლის ღირებულებამაც ჯამში 10 320 ლარი შეადგინა.

ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია განხორციელებულ სპორტის სფეროში განხორციელებულ აქტივობებთან ერთად სამომავლო გეგმებზე, რაც ასევე მოიცავს 2017 წლის ბოლოსთვის ყველა სპორტული მოედნის რეკონსტრუქციას. მერმა ყურადღება გაამახვილა კომბინატის სპორტკომპლექსის აღდგენაზე, მათ შორის საცურაო აუზის განახლებაზე. ირაკლი გოგოხიას განმარტებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მუნიციპალური განვითარების ფონდთან ამ საკითხზე, რისთვისაც სავარაუდოდ 5 მილიონ 400 ათასი ლარი დაიხარჯება.

„გვინდა, რომ მომავალ წელს დავიწყოთ. შეიძლება დავამთავროთ კიდევაც“, - აღნიშნა მერმა.

თავის მხრივ, სპორტსმენების თქმით, განაგრძობენ აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ 2017-ში კიდევ უფრო დიდი წარმატებები მოუტანონ ქალაქს.