ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს 2017 წლის ბიუჯეტი  დაამტკიცა. ის 18 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, რაც შარშანდელთან შედარებით მილიონ 600 ათასით მეტია. გამგებელმა ლაშა გოგიამ აღნიშნა, რომ შენიშვნები და წინადადებები, რაც საკრებულოდან მიიღეს, მაქიმალურად, შესაძლებლობების მიხედვით გაიზიარეს.

ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მისი ინფრასტრუქტურული ნაწილი წარმოადგენს, რაც მთლიანი საფინანსო დოკუმენტის 35%-ს მოიცავს. გამგებლის თქმით, შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით, პარალელურად კი გაიზარდა ჯანდაცვის, კულტურის, განათლების სფეროების დაფინანსება.

გაზრდილია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების დაფინანსებაც. 2017 წელს კიდევ ოთხი ბაღის და 7 ჯგუფის გახსნა იგეგმება. ამასთან, იზრდება კვების თანხაც ბავშვებზე 5 ლარით.

ლაშა გოგიას თქმით, გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სახლების მშენებლობა. ამას გარდა, გამგებლის ინიციატივით, განხორციელდება ახალი პროექტი - ერთი თბილი ოთახი, რაც 5 ათასი ლარის ფარგლებში ოჯახებისთვის ოთახის მოწყობას ითვალისწინებს ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობებით.

სოფლებში, იქ სადაც ბუნებრივი აირია, სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ვისაც გაზის სახლში შეყვანის შესაძლებლობა არ აქვს, გამგეობა დააფინანსებს ხარჯებს.

გამგებლის კიდევ ერთ ინიციატივას წარმოადგენს საპილოტე პროექტის განხორციელება. პროექტი გულისხმობს 6 სოფელში, ქუჩების და ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური ნაწილისთვის თანამედროვე გარემოს შექმნას. ამისთვის, ლაშა გოგიას თქმით, კონკურსი გამოცხადდება, თუ როგორ მოაწყონ ინფრასტრუქტურა ისე, რომ ეს ყველაფერი ტურისტებისთვისაც საინტერესო იყოს.

მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, მთავარ პრიორიტეტს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნაც წარმოადგენს.

რაც შეეხება დოკუმენტის სხვა ასპექტებს:

მომავალი წლის ბიუჯეტში წარმოდგენილია „ANAKLIA-GANMUXURIS RESPRTS-ის“ ფინანსური ხელშეწყობის თანხა 385,0 ათასი ლარი. შპს ამ ტერიტორიაზე ახორციელებს სხვადასხვა ინფსრასტრუქტურულ სამუშაოებს, მათ შორის განათება-გამწვანების, სანაპირო ზონის მოვლა-პატრონობის ღონისძიებებს.

371,0 ათასი ლარია გამოყოფილი რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში აფხაზეთის საზღვრისპირა მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის, რაც გულისხმობს თავისუფალ პერიმეტრზე გზის, სკვერის, ავტოსადგომის, წყალკანალიზაციის, გამწმენდი ნაგებობის მოწყობას.

ააიპ განმუხურის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული ხარჯებისთვის ახლადდამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულია 130 ათასი ლარი. ბაღის განაშენიანების, კეთილმოწყობის და მოვლა-შენახვის ხარჯები კერძო გრანტებით, ადმინისტრაციული აპარატის კი ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდება.

ასევე, ახლადდაფუძნებული 100%-იანი ადგილობრივი წილის მქონე შპს „ზუგდიდაგროსერვისის“ ფინანსური ხელშეწყობისთვის 140 ათასი ლარია გათვალისწინებული. ეს შპს ორიენტირებული იქნება სოფლის მეურნეობის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებაზე.

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდულ და სპორტის მიმართულებებებისთვის მილიონ 700 ათასი ლარი გამოიყო. მათ შორის კულტურის ცენტრი „ოდიში“ 650 ათასი ლარით დაფინანსდება.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ედიტა კოდუა ფიქრობს, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტში აისახა ის შენიშვნები და წინადადებები, რაც სოციალურ სფეროსთან დაკავშირებით ჰქონდა. მისი თქმით, ბიუჯეტში მოხდა მოსახლეობის ინტერესების, საჭიროებების გათვალისწინება, დაგეგმილია ახალი პროექტების განხორციელებაც მოსახლეობის ყოფის გასაუმჯობესებლად, ამიტომ მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილ პროექტს.

მისგან განსხვავებით, ბიუჯეტისთვის ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებიც დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ შეუწყობს ხელს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას. მხარდაჭერაზე უარის ერთ-ერთი მთავარ მიზეზად მათ ააიპ-ებში „გაბერილი შტატები“ დაასახელეს. დეტალურ შენიშვნებზე ენმ მოგვიანებით ისაუბრებს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სამართალდამცველებმა
11:49 / 01.12.2022
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. მათგან ორი "ქურდული სამყაროს"
ცენტრი
10:57 / 01.12.2022
ცენტრი "ემპათია" პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი
დიდი ოდენობით
11:13 / 30.11.2022
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ზუგდიდში შეხვედრა
გამართა, სადაც
16:41 / 29.11.2022
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ზუგდიდში შეხვედრა გამართა, სადაც
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.