ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა კოლეგებს მზესუმზირები აჩუქა [Video]
ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო
კომისიის თავმჯდომარე
თენგიზ ხარჩილავამ საახალწლოდ საკრებულოს წევრ მამაკაცებს
მზესუმზირები, ქალებს კი ყვავილები აჩუქა.
„ჩვენ ზოგჯერ ვცდებით იმ საზღვრებს, რომელსაც არ უნდა ვცდებოდეთ, მაგრამ უნდა მივუტევოთ ერთმანეთს ესეც. დღეს მე იუმორში მოვიფიქრე რაღაც და სუვენირები მაქვს საკრებულოს წევრი ქალებისა და მამაკაცებისათვის“, - განაცხადა თენგიზ ხარჩილავამ.
ხარჩილავამ საჩუქრები მიმდინარე წლის 8 მარტსაც გადასცა ზუგდიდის საკრებულოს წევრ ქალებს. მან ქალაქ დაგომისიდან ქალ კოლეგებს სუნამო „კრასნაია მასკვა“ ჩამოუტანა.