ზუგდიდის გამგეობის საკონკურსო კომისიას მაიზერ ნანავა უხელმძღვანელებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოქმედი საკონკურსო -
საატესტაციო კომისიის
თავმჯდომარედ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდო0არე მაიზერ ნანავა
აირჩიეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა ადეიშვილმა დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ გამგებელმა ლაშა გოგიამ, რომელიც ამ დრომდე კომისიის თავმჯდომარე იყო, დროის უქონლობის გამო უარი თქვა აღნიშნულ თანამდებობაზე, ამიტომაც საჭირო გახდა ახლის არჩევა.
ლაშა გოგიას მიერ კომისიის დატოვების შემდეგ საკონკურსო - საატესტაციო კომისიას 6 წევრი ჰყავს: საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია, გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბაკურ კვეტენაძე, პროფკავშირის წარმომადგენელი ლავრენტი ალანია, საზოგადოებრივი სათათბიროს წევრი ბესიკ ჭეჟია და საზოგადოება ზუგდიდელიდან მურმან ნაჭყებია.
საკონკურსო - საატესტაციო კომისია 2014 წლის სექტემბერში შეიქმნა. დებულების მიხედვით, ის აწესრიგებს საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელეთა კონკურსის და ატესტაციის პროცესს.