სააკაშვილი: ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც განახლება ვერ მოახერხა, ჩამოშორდა პარტიას
„ნაციონალური მოძრაობის ფორმალურად მმართველ ჯგუფში
აშკარად იყო ბიუროკრატიზაციისა და დაჭაობების ნიშნები,"- ეს
განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა
ტელეკომპანია რუსთავი2-თან საუბრისას განაცხადა.
ენმ-ის ლიდერის განცხადებით, ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც განახლება ვერ მოახერხა, ჩამოშორდა პარტიას და ეს არის დადებითი პროცესი.
„პოლიტსაბჭო და ფრაქცია ერთი და იგივე ჯგუფის მიერ იყო დაკომპლექტებული, ბოკერიას ჯგუფის მიერ. ეს პროცესი ნაციონალური მოძრაობაში პირველად არ მომხდარა, ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში ადამიანების ჯგუფები ყოველთვის მიდიოდნენ. პარტია ცოცხალი ორგანიზმია, განახლების პროცესი მნიშვნელოვანია. ნაციონალური მოძრაობის ფორმალურად მმართველ ჯგუფში აშკარად იყო ბიუროკრატიზაციისა და დაჭაობების ნიშნები, ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ მე საქართველოში ვერ ჩამოვდივარ, ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ რეპრესიებთან, დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს არის ყოფილი ხელისუფლების პარტია და ვინც იყო ხელისუფლებაში, ისინი ძნელად გადადიან სხვა მდგომარეობაში, ოპოზიციურ მდგომარეობაში. ეს ხალხი, ვინც წავიდა, მათი აბსოლუტური უმეტესობა არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, ისინი ბოლომდე ვერასდროს ვერ მოერგნენ ხელახლა პარტიულ, ოპოზიციურ, ხალხოსნურ მოღვაწეობას, ამიტომ ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც განახლება ვერ მოახერხა, ჩამოშორდა პარტიას, ეს არის ძალიან დადებითი პროცესი,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლები ენმ-ს გაემიჯნენ. ამის შესახებ მათ ცენტრალურ ოფისში 12 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.