ახალი ამბები
სამეგრელოში მცხოვრებ ფერმერებს ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებიან [Video]
სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში ფერმერების განვითარებისათვის პროგრამა იწყება. პროექტს „ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ ახორციელებს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაია მიქავა ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, რადგან მათი ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია არასაკმარისი კომპეტენცია.

„ის რომ შხამქიმიკატები ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება და ფერმერს შეუძლია თვითნებურად ნარგავების შეწამვლა, ეს სერიოზული პრობლემაა. ეს მხოლოდ სპეციალისტების დამხარებით უნდა ხდებოდეს“, - გვითხრა მაია მიქავამ.

მისივე თქმით, ახალი პროექტის განხორიცელება სწორედ ფერმერებისთვის სათანადო ცოდნის მიღებას ითვალისწინებს.

„ამ პროექტის შედეგი იქნება ის, რომ სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრებისათვის მომზადდება განვითარების გეგმა, ასევე შეიქმნება ამ ცენტრების შეფასებისა და მონიტორინგის სისტემა. მომზადდება სამი დარგობრივი მიმართულებით, 45 დარგობრივი სპეციალისტი. რომლებიც შემდეგ განახორციელებენ საინფორმაციო- სასწავლო საქმიანობას. და ბოლოს, ამ პროექტის ფარგლებში გადამზადდება და ტრენინგი ჩაუტარდება ფერმერებს. მაგალითად, ფერმერს, რომელსაც თხილის.კივის, ან ფეიხოას პლანტაცია აქვს, შეუძლია გაიაროს ჩვენთან სწავლება, რათა უკეთ დაგეგმოს საქმიანობა თავის მეურნეობაში“, - განაცხადა მაია მიქავამ.

არასამათვრობო ორგანიზაცია ფერმერთა განვითარების პროექტს გაეროს განვითრების პროგრამისა და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით ახორციელებს.