პრეზიდენტი: აქტიურად ვიქნები ჩართული ბავშვთა პრობლემების დაძლევაში
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან აქტიურად იქნება ჩართული
ბავშვთა
პრობლემების დაძლევაში. გიორგი მარგველაშვილმა შესაბამისი სიტყვებით
საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების შესახებ საერთაშორისო
ფორუმის მონაწილეებს მიმართა.
ფორუმი თავად პრეზიდენტმა გახსნა და საერთაშორისო პარტნიორებს და დონორებს ქვეყნის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და უწყებებს, რომელთაც პრეზიდენტის შეფასებით, სერიოზული ნაბიჯები გადადგეს ამ პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით.
„ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრობლემები არათუ ბოლომდე არ არის გადაჭრილი (ალბათ ბოლომდე ვერასდროს გადაიჭრება), არამედ უხვად არის და ეს პრობლემები ჩვენს კოორდინირებულ და აქტიურ პასუხებს მოითხოვს. აქტიურ პასუხებს მოითხოვს თუნდაც ის ფაქტი, რომ „იუნისეფის“ მონაცემებით, ყოველი მეექვსე ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში. ის ფაქტი, რომ ჩვენში კიდევ არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებს უხდებათ მუშაობა, ის ფაქტი, რომ ბავშვები ჯერ კიდევ ცხოვრობენ ქუჩაში, ის სირთულე, რომელიც უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების ინტეგრაციას. ბუნებრივია, ყოველივე ეს პრობლემა მუდმივად იარსებებს ნებისმიერ საზოგადოებაში, უბრალოდ საზოგადოებები იზომება იმის მიხედვით, რამდენად გააჩნიათ უნარი ამ საზოგადოებებს, სახელმწიფოებს და მათ მეგობრებს ამ პრობლემის დაძლევის და სირთულეების ერთობლივად გადაწყვეტის",- განაცხადა პრეზიდენტმა.
ფორუმს სახალხო დამცველი, სამინისტროების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.