ახალი ამბები
ზუგდიდში კანალიზაციის სისტემის მომწყობი კომპანიის გადასახადისგან გათავისუფლებას დისკუსია მოჰყვა [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მწვავე დისკუსია მოჰყვა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომანიის სამშენებლო ნებართვისთვის დაწესებული გადასახადისგან გათავისუფლების საკითხს. საუბარია ქალაქში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის ნებართვის თანხაზე, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით გერმანული კომპანიააზიის ბანკის დაფინანსებით განახორციელებს. მთლიანობაში საამისოდ 84 მილიონი ლარია განსაზღვრული.

საკრებულოს წევრი ბათლომე შელია ერთადერთი დეპუტატი იყო, რომელმაც საკითხს ხმა წინააღმდეგ მისცა. მისი განმარტებით, უმრავლესობამ რეალურად ადგილობრივი მოსაკრებლის გადასახადი მოუხსნა კომპანიას აზიის ბანკის დაფინანსებული მაღალბიუჯეტიანი პროექტიდან, ამ გადაწყვეტილებით კი იზარალა ადგილობრივმა ბიუჯეტმა. ბათლომე შელიასვე განცხადებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას თავიდანვე ჰქონდა გათვლილი, რომ საკრებულო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა:

„ეს თანხა თავიდანვე იყო გათვალისწინებული იმ 84 მილიონში. თანხა შეადგენს დაახლოებით 170 ლარს. ქალაქის საკრებულომ თანხა, რომელიც ეკუთვნოდა ქალაქს, დაუტოვა წყალმომარაგების კომპანიას. ეს არის ცენტრიდან წამოსული დავალების შესრულება“, - განმარტა მან.

მას არ დაეთანხმნენ საკრებულოს დანარჩენი წევრები და აღნიშნეს, რომ საუბარია უპრეცენდენტოდ მაღალბიუჯეტიან პროექტზე, რომელიც ქალაქში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას უნდა მოხმარდეს და მოსაკრებლისგან სახელმწიფო კომპანიის გათავისუფლება ამ შემთხვევაში ლოგიკური გადაწყვეტილებაა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი თოდუას სიტყვებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კომპანია და მისთვის სამშენებლო ნებართვაზე მოსაკრებლის დაწესება ამ შემთხვევაში აზრს მოკლებულია:

„ეს ნიშნავს სახელმწიფოს ერთი ჯიბიდან თანხის ამოღებას და მეორე ჯიბეში, ამ შემთხვევაში ადგილობრივ ბიუჯეტში მის განთავსებას“, - განმარტა მან.
გიორგი თოდუასვე თქმით, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ქალაქისთვის ამ პროექტის მნიშვნელობა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დეპუტატებს და ზუგდიდელებს „უპრეცედენტო“ პროექტის დაწყება მიულოცა.

გეგმის თანახმად, ზუგდიდის კანალიზაციის დაქსელვა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.