ვიქტორ დოლიძე უვიზო მიმოსვლაზე: ალბათ, მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში პროცესი უნდა დაიწყოს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირთან
უვიზო მიმოსვლის პროცესი მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისიდან უნდა
დაიწყოს. ამის შესახებ ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს დღეს
განუცხადა.
„მალე, ძალიან მალე იქნება. აღარ ველოდები არანაირ სიურპრიზებს. ალბათ, მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში პროცესი უნდა დაიწყოს", - განაცხადა დოლიძემ. მისი თქმით, ახლახან დაბრუნდა ბრიუსელოდან და „ყველაფერი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით”.