ახალი ამბები
ნაბაკევში და ენგურის ხიდთან სოხუმის გადაწყვეტილება გააპროტესტეს
FaceBook Twitter
E-mail Print

ოკუპირებულ გალის რაიონში ორი საპროტესტო აქცია გაიმართა ერთიდაიგივე მოთხოვნით.

გალელებმა ენგურის ხიდთან და სოფელ ნაბაკევში გააპრიტესტეს დე ფაქტო მთავრობის გეგმა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრქციულ საზღვარზე კიდევ ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაუქმების შესახებ.

რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი რადიოს „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტის ცნობით, 25 იანვარს 200-მდე მოქალაქე შეიკრიბა ენგურის ხიდთან და პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შესახვედრად, მივიდნენ დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველები, მათ შორის გალის რაიონში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი თემურ შერგელია. მათთან საუბრის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ჩკეტილი გზა გახსნეს და დაიშალნენ.

ენგურის ხიდის პარალელურად შედარებით მცირე ზომის საპროტესტო აქცია გაიმართა გალის სოფელ ნაბაკევში. როგორც „ლაივპრესთან“ საუბარში ნაბაკეველი რესპონდენტები ყვებიან, აქციაზე იყო შეძახილები „არ დახუროთ გადასასვლელები“.

გალელების მოთხოვნა მათ მიერ საგანგებოდ შერჩეულმა წარმომადგენლებმა დე ფაქტო მთავრობას სოხუმში გააცნეს. „სოხუმში იყვნენ წარმომადგენლები ჩასული მოსახლეობის სახელით. მათ არ უთქვამთ გადაჭრით, რომ გადასასვლელებს დავკეტავთო და ამიტომაც არის გარკვეული, მცირე იმედი, რომ დატოვებენ ამ პუნქტებს“, - უთხრა „ლაივპრესს“ ნაბაკეველმა რესპონდენტმა, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.

აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან ე.წ გამშვები პუნქტების დახურვაზე თბილისის პოზიცია არის მკვეთრი და მკაფიო, რაც მწვავედ ფიქსირდება როგორც ჟენევის დისკუსიებზე, ისე გალის შეხვედრაზე, - განაცხადა „ლაივპრესთან“ საუბარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ თბილისის პოზიციას სრულად იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა.

„პოზიცია არის მკაფიო, მკვეთრი. ჩვენ ყველა ფორმატი, ყველა მექანიზმი ამისთვის გამოყენებული გვაქვს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა და დასძინა, რომ თბილისი ამ პრობლემას მწვავედ დააყენებს ყველა იმ ფორმატის შეხვედრაზე, სადაც კი ამის შესაძლებლობა იქნება.

ჯერ კიდევ ზაფხულში დახურული ორი ე.წ. გადასასვლელის შემდეგ, ამჯერად დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას განზრახული აქვს გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში - ნაბკევსა და ოტობაიაში გაუქმება.

ნაბაკევი ზუგდიდის სოფელ ხურჩას, ხოლო ოტობაია სოფელ ორსანტიას ესაზღვრება. გალის ქვედა ზონაში მცხოვრები მოსახლეობა ახლო მანძილის გამო სწორედ ამ პუნქტებით სარგებლობს. მათი დახურვის შემდეგ კი ისინი შიშობენ, რომ გადაადგილება, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, შეუძლებელი გახდება, რადგან ენგურის ხიდამდე დიდი მანძილის გავლა მოუწევთ, რაც დამატებით დროს და თანხას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ ამ გადასასვლელებით აქტიურად სარგებლობენ მოსწავლეები, რომლებიც განათლების მისაღებად აფხაზეთიდან დანაჩენ საქართველოში გადმოდიან.

დე ფაქტო მთავრობის მონაცემებით, ამჟამად ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედი ოთხი საკონტროლო გამშვები პუნქტიდან (ენგურის ხიდი, ხურჩა-ნაბაკევი, ოტობაია-ორსანტია, საბერიო-ფახულანი) ყოველდღიურად, დაახლოებით, 1 500 ადამიანი გადადის სამეგრელოს რეგიონში და იმდენივე ბრუნდება უკან გალში.

 

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.