ახალი ამბები
უცხოელი ფოტოგრაფის მიმართვა სვანეთიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პასუხი [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მესტიის სოფელ ადიშში ყოფნისას უცხოელმა ფოტოგრაფმა ფრენსის პრიმერსკიმ ჩაწერა მიმართვა, სადაც ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გადაარჩინოს ნგრევის პირას მისული სოფელი.

„ეს არ უნდა დაუშვას არცერთმა ქართველმა და განსაკუთრებით კი კულტურის სამინისტრომ. ისტორია ნადგურდება, ამ კედლის თითოეული ნაპრალი ჩემს გულზეც იგივე ნაიარევს აჩენს. ეს საქართველოს ყველაზე ლამაზი სოფელია, რასაც მოფრთხილება და შენარჩუნება უნდა. ბევრ ქვეყანას ასეთი სიმდიდრე არ აქვს, ჩემი გულის ამოძახილია, გააკეთეთ რამე, უშველეთ სოფელს“, - ამბობს ვიდეორეპორტაჟში ფოტორეპორტიორი.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ვიდეო მანაც ნახა, თუმცა მისივე თქმით, საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მათი მოვლა-შენარჩუნების ფინანსური შესაძლებლობა.

„უცხოელი საუბრობს მთელი სოფლის პრობლემაზე, ჩანს სახლები, ჩანს კოშკები, ვხედავ სახლსაც, რომელსაც ბათქაში აქვს, რაც აქ ჩანს შეიძლება ყველაფერი არ არის ძველი, მაგრამ სოფელი ისტორიულია და უცხოელის წუხილი მესმის. მე პრობლემას ვხედავ, უბრალოდ სხვა მოცემულობა გვაქვს. თითქმის ყველა სოფელში არის უნიკალური ძეგლები და ეს იმდენად ბევრია, რომ რა თქმა უნდა ჩევნ ასე ერთბაშად ვერ მოვახერხებთ ყველა ძეგლის რეკონსტრუქციას. ამჟამად მიმდინარეობს მულახის თემის, ჩაჟაშის, კოშკების, მაჩუბების რეაბილიტაცია, ვმუშაობთ სვანეთის სივრცითი მოწყობის დოკუმენტზე, რომელიც იქნება არქიტექტურული ძეგლების გადარჩენის სახელმძღვანელო. სააგენტო მრავალი წელია მუშაობს სვანეთის მიმართულებით და ყოველწლიურად დაახლოებით 10-15 ძეგლის რეაბილიტაცია ხორციელდება. ეს არის ის მაქსიმუმი რაც შესაძლებელია ჩვენი მხრიდან. ჩვენ ეს მოცემულობა გვაქვს“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.