ახალი ამბები
ბერტა ფონ ზუტნერის ზუგდიდში ცხოვრების შესახებ ფილმი უჩვენეს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალაქ ზუგდიდის მერიაში გაიმართა ავსტრიელი მწერლის და პაციფისტის, მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის შესახებ დოკუმენტური ფილმის - „ქართველებთან და საქართველოში“ პრეზენტაცია. ფილმი ასახავს ბერტა და არტურ ფონ ზუტნერების ზუგდიდში გატარებულ წლებს, მათ კავშირს და ურთიერთობას დადიანების სასახლესთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან, მის შვილებთან. 

დოკუმენტური ფილმი ახალგაზრდა რეჟისორთა საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა მწერლის და ნობელის პრემიის ნობელიანტის მემუარების მიხედვით. მერიის ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განყოფილების უფროს ბესიკ არახამიას თქმით, ყველა ავსტრიელმა იცის, რომ მათი სიამაყე ბერტა ფონ ზუტნერია, მაგრამ ბევრმა ის არ იცის, რომ ზუტნერები სწორედ საქართველოში ჩამოყალიბდნენ მწერლებად:

„სწორედ ზუგდიდში გატარებულ წლებს ასახელებს ბერტა თავისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების პერიოდად და ხმამაღლა აცხადებს, რომ არა ზუგდიდში გატარებული წლები, ის ვერასდროს ვერ გახდებოდა ისეთი ბერტა ფონ ზუტნერი, რომელსაც მას მთელი მსოფლიო იცნობდა“.

ბესიკ არახამიას თქმით, ბერტა ფონ ზუტნერი საკუთარ მემუარებში საქართველოში მოგზაურობის წინ წერდა, რომ მისი მიზანია ნახოს ქვეყანა, საიდანაც იაზონმა ოქროს საწმისი წამოიღო. მერიის წარმომადგენელი აღნიშნავს - მართალია ბერტას საქართველოდან ოქროს საწმისი არ წაუღია, მაგრამ წაიღო იდეა, თუ როგორი უნდა იყოს პაციფისტური ევროპა.

„ჩვენ შემდეგში ვგეგმავთ ერთგვარი ციკლი გავაკეთოთ, სახელწოდებით „ქართველებთან და საქართველოში“, სადაც გვინდა წარმოვადგინოთ ყველა ის საზოგადო მოღვაწე, რომელმაც ასახელა ეს ქალაქი, რომელიც მოღვაწეობდა ამ ქალაქში, რომელმაცც ხმამაღლა თქვა, რომ ეს არის ნამდვილად წმინდა ევროპული ორიენტაციის ქალაქი“, - აღნიშნა ბესიკ არახამიამ.

ბერტა ფონ ზუტნერზე ფილმის გადაღებების პროცესი მიმდინარეობდა ფოთსა და მარტვილში, ასევე თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში. თუმცა სცენების დიდი ნაწილი ზუგდიდში დაიდგა, მათ შორის დადიანების ეზოში, ბოტანიკურ ბაღში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, სოფელ ცაიშში იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმში და რაფიელ ერისთავის ისტორიულ სახლში.

ახალგაზრდა რეჟისორთა საინიციატივო ჯგუფს დოკუმენტური ფილმების გადაღების 8 წლიანი გამოცდილება აქვს. მათ უმუშავიათ ასევე სხვადასხვა პროექტებზე მათ შორის „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში.

ფილმის ავტორებმა გააცოცხლეს ბერტასა და მისი მეუღლის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის სცენა იონა მეუნარგიას სახლში. ცნობების მიხედვით, სწორედ ცნობილი პუბლიცისტის და კრიტიკოსის თხოვნით დაიწყეს სამეგრელოს ევროპელმა სტუმრებმა პოემის ფრანგულად თარგმნა.

ფილმისთვის ზუგდიდის მერიამ 3 ათასი ლარი დახარჯა. გადაღებების პროცესს "ლაივპრესიც" ესწრებოდა

1882 წელს, ეკატერინე ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ, ფონ ზუტნერები სამეგრელოდან გაემგზავრნენ თბილისში, სადაც 4 წელი დაჰყვეს.

ბერტა ფონ ზუტნერზე ფილმის ნახვა სოციალურ ქსელ იუტუბზე იქნება შესაძლებელი.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.