ახალი ამბები
ნაბაკევის ე.წ. გამშვები პუნქტის დახურვა გადაიდო
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვები პუნქტის დახურვა ერთი თვით გადაიდო, - შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „კავკასკი უზელი“ ნაბაკევის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსზე ნანი ქარდავაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი მტკიცებით, ე.წ. გადასასვლელის გაქუმების ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. ამასთან ნანი ქარდავას სიტყვებითვე, შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც გეგმავს მიმართოს დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას არ დაიხუროს ადმინისტრაციულ საზღვარზე საკონტროლო გამშვები პუნქტები.

„თუ პუნქტი დეაიხურა ნაბაკევის მოსახლეობას გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება. პირველ რიგში სოფლის მცხოვრებთ მოუწეევთ საქართველოში გამგზავრება ენგურის ხიდის გავლით. ეს კი უკვე 30 კილომეტრის გავლას ნიშნავს. წარმოიდგინეთ ეს დამატებით რამდენ დროს მოითხოვს მგზავრებისგან. ავტობუსითაც კი ბევრი დროა - ძალიან ბევრი. ეს იქნება პრობლემა ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მცხოვრები ბავშვებისთვის, რომლებიც ჩვენს სკოლაში სწავლობენ (სკოლის სიახლოვის მიზეზით)“, - ამბობს ნანი ქარდავა.

მისი განცხადებით, ნაბაკევის სკოლაში ზუგდიდის სოფელ ხურჩიდან ოთხი მოსწავლე დადის, საიდანაც სამი მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა, ერთი კი მეცხრე კლასის. პუნქტის დახურვის შემთხვევაში მათ სხვა სასწავლებელში გადასვლა მოუწევთ. ნანი ქარდავას განცხადებით, მოსწავლეებს ტერიტორიულად სწორედ ნაბაკევის სკოლა აწყობთ, რადგან ადგილზე უახლოეს სასწავლებლამდე 8 კოლომეტრია.

„თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს მოსწავლეები ჯერ ენგურის ხიდამდე უნდა მივიდნენ, გადმოკვეთონ საზღვარი და მერე მოვიდნენ ნაბაკევში. ამასთან საზღვარზე დილიდან დიდი რიგია. ამაში დიდი დრო დაიხარჯება. ახლა კი ქართულ სკოლაში მათ ვერ მიიღებენ. ისინი აქ დამამთავრებელ კლასებში სწავლობენ, იქ სხვა პროგრამაა“, - განმარტა მან.

მისი ინფორმაციით, დღეის მონაცემებით სოფელ ნაბაკევში დაახლოებით 1 400 ადამიანი (370 კომლი) ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილის საქმიანობა არა ბიზნესი, არამედ სოფლის მეურნეობაა.

„დაბალი ზონის მოსახლეობა დაკავებულია მხოლოდ სოფლის მეურნეობით და არსად არაფერი არ გადააქვთ. ბიზნესით დაკავებული არიან მხოლოდ სოხუმში და გალში მცხოვრები მეწარმეები. მათ საქონელი მოქავთ ზუგდიდიდან. ძირითადად ხილი, ბოსტნეული და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები“, - აღნიშნა ნანი ქარდავამ.

საინიციატივო ჯგუიფის ერთ-ერთი წევრის ზაირა გაბელიას განცხადებით კი, ნაბაკევის საკონტროლო გამშვები პუნქტი მათთვის „ჰაერივით მნიშვნელოვანია“ და დახურვის შემთხვევაში სოფლის დატოვება მოუწევთ. მისი განმარტებით, ნაბაკეველები ე.წ. გადასასვლელის დახურვას არ დაუშვებენ და ამისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

„კავკასკი უზელი“ ადმინისტრაციის უფროსისა და საინიციატივო ჯგუფის წევრის პარალელურად ნაბაკეველების მოსაზრებასაც აქვეყნებს, მათი ვინაობის დაუსახელებლად.

გამოცემის ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებნი მზად არიან დე ფაქტო მთავრობის მხრიდან დათმობაზე წასვლის შემთხვევაში გამშვები პუნქტი ჩანთების გარეშე გაიარონ, რადგან ნათესავების მონახულება მაინც შეძლონ.ენგურის ხიდი
„მე ხურჩაში ნათესავები მყავს. ჩვენ გვინდა, რომ ეს საგუშაგო არ დახურონ, იმიტომ რომ ის ყველაზე კომფორტული და მოსახერხებელი დაბალ ზონაში. ჩვეთვის გადაადგილება ასე უფრო მარტივია - ერთი, ორი და მორჩა ხურჩაში ვართ. თუ ენგურის ხიდამდე ვიმგზავრებთ ბევრი დრო დაგვჭირდება“, - ამბობს ნაბაკეველი.

მეორე რესპონდენტი გამოცემასთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო საჭიროებებზე და ამ მხრივ ხურჩა-ნაბაკევის პუნქტის მნიშვნელობაზე. სოფლის მკვიდრის თქმით, აღნიშნულ გადასასვლელს იყენებენ აქტიურად ავადმყოფები, რომლების მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ზუგდიდში მოდიან.

„ასე უფრო იაფი გვიჯდება. წამალი, რომელშიც საქართველოში 100 რუბლს ვიხდით, აფხაზეთში 300 ღირს“, - განმარტავს რესპონდენტი.

ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით „კავკასკი უზელი“ გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროს თემურ ნადარაიას გაესაუბრა. მისი სიტყვებით, ამ გადაწყვეტილებით რაულ ხაჯიმბას საარჩევნო დაპირება სრულდება. ამასთან ნადარაია დასძენს, რომ საუბარი არ ყოფილა ე.წ. საზღვრის სრულად ჩაკეტვაზე.

„პუნქტების დახურვა, ეს არის აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების დიდი ნაწილის მოთხოვნა. ისინი ამბობენ, რატომ გვაქვს მეგობარ რუსეთთან მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი, ხოლო ქვეყანასთან, რომელიც ჩვენთან არის საომარი მდგომარეობის პირობებში, გვაქვს ექვსი პოუნქტი?! - ჩვენ არ ვსაუბრობთ საზღვრის სრულ ჩაკეტვაზე“, - განმარტა ნადარაიამ.

მისივე სიტყვებით, იცოდნენ რა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მოსახერხებელი გალის დაბალი ზონის მცხოვრებლებისთვის, დაიწყეს მომზადება - შეკეთდა საავტომობილო გზა, რისთვისაც რუსეთიდან მიღებული 153 მილიონი რუბლი დაიხარჯა; დაიგო 32 კილომეტრიანი გზის საფარი, დაინიშნა ავტობუსი, რომელიც დღეში ორჯერ მოძრაობს დაბალი ზონიდან ენგურის ხიდის მიმართულებით და პირიქით.თემურ ნადარაია
თემურ ნადარაიას სიტყვებით, ტრანსპორტი ჯერ სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, რადგან დაბალ ზონაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტები.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე კიდევ ორი გამშვები პუნქტის - ხურჩა ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიის დახურვას გეგმავს. ე.წ. გადასასვლელების შემცირების პროცესი ჯერ კიდევ 2016 წლის აპრილში დაიწყო, როცა ერთი გამშვები პუნქტი ზუგდიდის სოფელ შამგონას მოსაზღვრე თაგილონისა და მეორე წალენჯიხის სოფელ ფახულანის მოსაზღვრე ლეკუხონაში გაუქმდა. ფე ფაქტო მთავრობა საბოლოოდ მხოლოდ ენგურის ხიდზე გეგმავს გამშვები პუნქტის დატოვებას.

გალელები დე ფაქტო მთავრობას მოუწოდებენ არ დახუროს ქვედა ზონის ე.წ. გადასასვლელები. ამ მოთხოვნით 25 იანვარს ოკუპირებულ რეგიონში ორი საპროტესტო აქცია გამართა. ერთი ენგურის ხიდთან, სადაც 200-მდე მოქალაქე შეიკრიბა და პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, მეორე კი შედარებით მცირე აქცია გალის სოფელ ნაბაკევში მოეწყო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.