ზუგდიდში ხუთმა დევნილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა [Video]
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებმა ხუთმა დევნილმა
პროტესტის ნიშნად
პირი ამოიკერა. იძულებით გადაადგილებული პირები უკვე მეხუთე დღეა
შიმშილობენ და სპეციალური კომისიის მიერ მინიჭებული ქულების ხელახლა
შესწავლას მოითხოვენ. ამას გარდა, დევნილები შიმშილობის დაწყების
კიდევ ერთ მიზეზს ასახელებენ, ისინი დევნილთა ნაწილისთვის ფულადი
დახმარების შესაძლო შეწყვეტას აპროტესტებენ.
„დღეს უფრო გამწვავდა ეს მდგომარეობა და ხუთმა ადამიანმა ამოიკერა პირი. მე არ მინდა მათ მაგივრად ვისაუბრო, მაგრამ ისინი უფრო უარესი რაღაცების გაკეთებას აპირებენ და იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ამბობენ, რომ საპროტესტო აქცია უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს“, - უთხრა „ლაივპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობიდან დემოკრატიამდე“ წარმომადგენელმა ქეთევან ჯობავამ
დევნილთა შიმშილობის აქციის შესახებ ცნობილია ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოსთვის. მისმა უფროსმა მანუჩარ ჩილაჩავამ გვითხრა, რომ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ დევნილებს, სადაც გადაწყდა, რომ მათ ამჟამინდელ საცხოვრებელ კორპუსს სახელმწიფო ექსპერტიზა ჩაუტარდება.
რაც შეეხება დევნილების ნაწილისთვის 45-ლარიანი დახმარების შესაძლო გაუქმებას, სამინისტრო შემწეობის რეფორმაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჯერ კიდევ მუშაობს.
თავდაპირველად შიმშილობის აქცია 11 დევნილმა დაიწყო, კვირას კი სამმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა.