აჭარაში აფხაზური ენის კლასები გაიხსნება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრი დღეს აჭარაში აფხაზური ენის კლასებს გახსნის.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ქეთევან ციხელაშვილი ფერიის
დასახლების პირველ საჯარო და ბათუმის მე-14 საჯარო სკოლებს
ეწვევა.
„აღნიშნულ სკოლებში აფხაზური ენის შემსწავლელი კლასები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. თითოეულ კლასში მსმენელებს კვირაში 4 გაკვეთილი უტარდებათ. აფხაზური ენის კლასების გახსნის ღონისძიებებში მონაწილეობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი. ღონისძიების ფარგლებში შედგება შეხვედრა აფხაზური ენის კლასების მსმენელებსა და პედაგოგებთან. ფერიის სკოლაში მოეწყობა მუჰაჯირობასთან დაკავშირებული ლიტერატურის გამოფენა. კლასის მსმენელები დადგამენ მოკლე თეატრალურ წარმოდგენას აფხაზურ და ქართულ ენებზე. წარმოდგენილი იქნება აფხაზური ტრადიციულ კერძები“, - განმარტავენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
ბათუმის #14-ე საჯარო სკოლასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში აფხაზური ენის კურსების აღდგენის სურვილზე „ლაივპრესს“ საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები 2016 წლის დეკემბერში ესაუბრნენ.
მანამდე აფხაზი მოქალაქეებისთვის მშობლიური ენის შენარჩუნება-სწავლებაზე საქართველოს სახალხო დამცველმა 5 დეკემბერს, სპეციალური წერილით მიმართა განათლებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრებს. თავისმხრივ პრობლემით დაინტერსებისთვის სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უჩა ნანუაშვილს მადლობა გადაუხადა. მაშინ მან განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, რომლის თანახმად, მომავალი წლის დასაწყისიდან საკვირაო სკოლები - ბათუმსა და სოფელ ფერიაში ამოქმედდება. ხარჯებს აჭარის ხელისუფლება დაფარავს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 297 ეთნიკურად აფხაზი ცხოვრობს. ბათუმში 229, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 11, ხელვაჩაურში კი 52. მათმა უმრავლესობამ მშობლიური ენა არ იცის.